ძვირფასო კოლეგებო,

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 3 ნოემბერს ატარებს მეორე სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის“.


განათლების მეცნიერების მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ პირადი გამოცდილება სწავლა - სწავლების უწყვეტობის მნიშვნელობაზე განათლებაში, პროფესიულ განვითარებაში და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე. კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

 

მოხსენება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ზეპირი და პოსტერული სახით. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში - „განათლების მეცნიერება.

პატივისცემით
საორგანიზაციო კომიტეტი