ავტორებისათვის

 

კონფერენციის მასალების შესახებ გამოქვეყნდება თეზისების კრებული.

 

წარმოდგებილი თეზისი  გაფორმებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად.

 

მანუსკრიპტი ფორმდება A4 ფორმატის თაბახზე.
შრიფტი – Sylfaen, Calibra ან Times New Roman
შრიფტის ზომა – 11 პუნქტი,
ინტერვალი – 1.5 პუნქტი.

მანუსკრიპტის საერთო მოცულობა – (1-2 გვერდი).

 

ონ ლაინ რეგისტრაცია:

2017 წლის 30 ივნისი

 

მასალების  წარმოდგენა:

2017 წლის 30 ივლისი

 

კონფერენცია:

2017 წლის 30 სექტემბერი

 

მინდორი – 30 მმ (მარცხნივ),
25 მმ (მარჯვნივ),
25 მმ (ზევით),
25 მმ (ქვევით)

მანუსკრიპტი უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

სათაური
ავტორები
მისამართი
ტექსტი
გამოყენებული ლიტერატურა

სათაური

სათაური უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, მაგრამ იმავდროულად ზუსტად უნდა ასახავდეს ნაშრომში დასმულ სამეცნიერო პრობლემას. ზომა – 14 პუნქტი, მუქი, მოხაზულობა – ჩვეულებრივი.

ავტორები

ავტორები მიეთითება მისი ინიციალისა და გვარის მიხედვით. რამდენიმე ავტორის არსებობის შემთხვევაში ავტორები ერთმანეთისაგან გამოიყოფა მძიმით („ , “), ხოლო კორესპონდენტი ავტორის გვარი მიეთითება ვარსკვლავით („*“).

ზომა – 12 პუნქტი, მუქი, მოხაზულობა –ჩვეულებრივი.

ნიმუში: ა.გიორგობიანი, ბ. ქავთარაძე*

 

მისამართი

მისამართი უნდა იყოს ზუსტად მითითებული, რათა როგორც რედაქციამ, ისე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს ავტორთან დაკავშირება. მისამართის მითითებისას მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება და  ელ–ფოსტა.

 ზომა – 10 პუნქტი, ჩვეულებრივი, მოხაზულობა – დახრილი.

ნიმუში: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, avtori@gtu.ge.

იმ შემთხვევაში, თუ ავტორები სხვადასხვა ორგანიზაციიდან არიან, უნდა მიეთითოს ყველა ორგანიზაცია იმავე ფორმით, ხოლო თითოეული ავტორის გვარის შემდეგ - შესაბამისი ორგანიზაციის მითითება უნდა მოხდეს ლათინური ანბანის მიხედვით. ასევე უნდა მიეთითოს კორესპონდენტი ავტორის მისამართი ვარსკვლავით.

ნიმუში:

ა.გიორგობიანი1, შ. სამსონია2, ბ. ქავთარაძე1*

1* საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, avtori@gtu.ge.

2. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტექსტი

მიღებული შედეგების წარმოდგენისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცხრილები, ნახაზები, დიაგრამები, სურათები და სხვ. ამასთან, დაუშვებელია ერთი და იგივე შედეგის ორი სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა („ინფორმაციული ტავტოლოგია“). ამასთანავე, ძირითადი ტექსტიდან უნდა იყოს მიმართება ცხრილებში, ნახაზებში, დიაგრამებში, სურათებში და სხვ. მოცემულ ყოველ მონაცემზე.

აუცილებელია ცხრილების, ნახაზების, დიაგრამების, სურათების და სხვ. გამჭოლი ნუმერაცია და დასახელება. დასახელება მოკლედ და კონკრეტულად უნდა ასახავდეს მის შინაარსს.

ზომა – 11 პუნქტი, ჩვეულებრივი, მოხაზულობა –ჩვეულებრივი.

სიმბოლოები

ტექნიკური სახის ტექსტების გაფორმებისას, როგორც წესი, აუცილებლია სხვადასხვა სახის სიმბოლოების გამოყენება. ტექსტში უშუალოდ მითითებული მარტივი სიმბოლოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შრიფტი „Symbol“.

ათწილადებში მეათედის ნიშნად გამოიყენება წერტილი „ . “

 

მათემატიკური ფორმულები

მათემატიკური ფორმულები შესრულებული უნდა იქნას MS Word-ის მათემატიკური ფორმულის რედაქტორის საშუალებით. სიმბოლოების შრიფტი Calibra ან Times New Roman, ზომა - 11 პუნქტი.

  

ქიმიური ფორმულები

ქიმიური სტრუქტურული ფორმულები და რეაქციის სქემები შესრულებულ უნდა იქნას ქიმიური რეაქციების რედაქტორების ChemSketch ან ISIS Draw-ს საშუალებით. აღნიშნული პროგრამების უფასო ვერსიები შეიძლება ჩამოტვირთული იქნას მათი ოფიციალური ვებ-გვერდებიდან. http://www.acdlabs.com/download/ და www.mdl.com

სტრუქტურული ფორმულების აგებისას გამოყენებულ უნდა იქნას ACS-სტილი, რომელიც მოიცავს:

შრიფტის ზომა - 10 პუნქტი
ბმის სიგრძე - 5.1 მმ
ბმის ტიპი - 0.7 pt

ნახაზები, დიაგრამები

ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე ზომის. მათი ნუმერაცია წარმოებს გამჭოლად. ნახაზები და დიაგრამები უნდა იყოს მოთავსებული ჩარჩოში. რეკომენდირებული ზომა არის (70-80)x(70-80) მმ. შეძლებისდაგვარად ყველა ნახაზი უნდა იყოს ერთი და იგივე ზომის, ან როგორც მინიმუმ, ერთი და იგივე სიმაღლის. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია (70-160)x(70-200) მმ ზომის ნაზების გამოყენება. გრაფიკების წირები შესრულებული უნდა იქნას შედარებით უფრო მუქი წრფეების საშუალებით, ვიდრე საკოორდინატო ღერძები. გრაფიკები დიაგრამებზე უნდა დაინომროს არაბული ციფრებით. ასევე დასაშვებია დამატებით სიმბოლოების (,o, n, ¡, l, , , ¨, ¡, ●,) გამოყენება.

ელექტრონულად აგებული გრაფიკები შენახული უნდა იქნას გრაფიკული ფაილის ფორმატში: TIFF, Jpg, PDF მინიმალური რეზოლუციით 300 dpi.

სკანერით ჩაწერილი გრაფიკები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ხარისხი იქნება ელექტრონულად აგებული გრაფიკების ექვივალენტური.

ცხრილები

როგორც წესი, ცხრილების გამოყენება სამეცნიერო ნაშრომს უფრო ინფორმაციულს ხდის. მაგრამ დაუშვებელია ცხრილებსა და დიაგრამებზე ერთი და იგივე ინფორმაციის მოტანა. ცხრილის ზომა უნდა იყოს მაქსიმალურად მცირე. მისი სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 160 მმ-ს.

ცხრილები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით გამჭოლად. ამასთან თითოეული ცხრილი უნდა დასახელდეს. სვეტების დასახელებები უნდა იყოს რაც შეძლება მოკლე. ინფორმაციის კომპაქტურობისათვის მიზანშეწონილია ცხრილებში სქოლიოების გამოყენება, რომლის აღნიშვნაც წარმოებს ხარისხად ატანილი ლათინური ანბანის ასოებით.

განზომილებები

ფიზიკური სიდიდეების განზომილებებისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ SI ერთეულები. განზომილების ერთეული მისი რიცხვითი მნიშვნელობიდან გამოიყოფა „ჰარით“.

ნიმუში: 10 °C, 100 კგ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

სამეცნიერო ნაშრომში აუცილებელია ბიბლიოგრაფიული მონაცემების მითითება მკაცრად დაცული სტილისტიკით. გამოყენებული ლიტერატურის მითითება უნდა მოხდეს მხოლოდ ძირითადი ტექსტის ისეთ ნაწილებში, როგორიცაა „შესავალი“, „შედეგები და მათი განსჯა“ და „ექსპერიმენტული ნაწილი“. დაუშვებელია ლიტერატურის მითითება რეზიუმეში და დასკვნაში. ძირითად ტექსტში ლიტერატურის მითითება როგორც წესი წარმოებს აბზაცის ბოლოს კვადრატული ფრჩხილების გამოყენებით. ნუმერაცია უნდა იყოს გამჭოლი და მზარდი.

ბიბლიოგრაფიის მითითება უნდა მოხდეს გამოყენებული ლიტერატურის ტიპის (სტატია, თეზისი, წიგნი, პატენტი და ა.შ.) მიხედვით, იმ პრინციპით, რომ დაინტერესებულ პირს (ექსპერტი, რეცენზენტი, და ა.შ.) შეეძლოს მისი მარტივად მიწვდომა. ამიტომ პუნქტუაციისა და სტილისტიკის მკაცრი დაცვა აუცილებელია.

 

ნიმუში:

სტატია:

გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა, წელი, ტომი, [ნომერი,] გვ. დასაწყისი–დასასრული.

მაგ.:

1. Xie W., Pu J., MacKerell A.D. Development of a Polarizable Intermolecular Potential Function (PIPF) for Liquid Amides and Alkanes. J. Chem. Theory Comput., 2007, 3, 6, 1878 -1889.

2. kiknaZe n. sainvesticio saqmianobis aqtivacia. saqarTvelos teqnikuri unversitetis Sromebi, 2008, 454, 2, 102-106.

 

წიგნი:

ცალკეული გვერდების მითითებისას:

გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვ. დასაწისი–დასასრული.

მაგ.: 1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, pp 45-123. 2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, ტ. 1, გვ. 12-16.

 

მთლიანი წიგნის მითითებისას: გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვერდების რაოდენობა გვ. 1. Bruice P. Organic Chemistry. New-York: Pearsonn Education, Inc., 2004, 896 p. 2. ჭირაქაძე გ. ორგანული ქიმია. თბილისი: განათლება, ტ. 1, 216 გვ. პატენტი:

გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი პატენტის ნომერი. გამოქვეყნების თარიღი, განაცხადის ნომერი. განაცხადის შეტანის თარიღი. 1. Cunningham B. T., Li P. Method and instrument for detecting biomolecular interactions. USA Pat . No. 7292336. 6.11.2007. Appl. No.: 11/605,798. Filed: 28.03.2007.

 

ინფორმაცია გლობალური ქსელი:

ვებ–გვერდის დასახელება. უკანასკნელად იქნა გადამოწმებული – რიცხვი, თვე, წელი.

მაგ.: 1. http://patft.uspto.gov/netacgi/doc.html, უკანასკნელად გადამოწმებულია - 5.03.2007.

 

ელექტრონული ფორმით ფაილების წარმოდგენა

ხელნაწერი ჩაწერილი უნდა MS Word  ფორმატში. ფაილი უნდა დასახელდეს საკორესპონდენტო ავტორის გვარის შესაბამისად. მაგ.: RAZMADZE.DOC ან RAZMADZE.DOCX

 

 

პოსტერული მოხსენების გაფორმების ინსტრუქცია

კონფერენციაზე წარმოდგენილი პოსტერები უნდა იყოს შესრულებული A1  ზომის ფორმატზე ნაბეჭდი სახით.

პოსტერი უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ კომპონენტებს:

  • სათაური
  • ავტორები (მოპასუხე ავტორის გვარის მითითება ვარსკლვავით)
  • მოკლე რეზიუმე (სასურველია  კიდეზე განთავსება)
  • შესავალი
  • მიზნები
  • ძირითადი ტექსტი (შედეგების განსჯა)
  • ექსპერიმენტული ნაწილი (იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ექსპერიმენტალური ხასიათისაა)
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • ავტორის ან ავტორთა საკონტაქტო ინფორმაცია

პოსტერზე შესაძლებელია იყოს განთავსებული დამატებით სხვა ინფორმაცია (ცხრილების, სურათების, ნახაზების და ა.შ. სახით)

პოსტერზე ასევე სასურველია დატანილი იყოს მონაწილე ორგანიზაციის ლოგო.

 

სასარგებლო რჩევები.

დიდი ფორმატის პოსტერების ასაწყობად შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც მძლავრი გრაფიკული რედაქტორები (მაგ. Corel, PhotoShop), ისე შედარებით კარგად ნაცნობი პროგრამები MS Office–ის პაკეტიდან, მაგალითად ისეთი პროგრამები, როგორიცაა  PowerPoint, Publisher, MS Word.

 

 

პოსტერების ჩაბლონების ჩამოტვირთვა უფასოდ შესაძლებელია შემდეგი ბმულებიდან:

Power Point–ის შაბლონები:
http://www.makesigns.com/SciPosters_Templates.aspx http://posters4research.com/templates.php
http://www.aesplancopy.co.uk/templates.htm  

 

MS Word და Publisher–ის შაბლონები

 http://www.layoutready.com/Free-Word-Templates

 

პოსტერების დიზაინის შესახებ რჩევები შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართზე >>>