კონფერენციის შესახებ

კონფერენციის მიზანი და ამოცანები

კონფერენციის ძირითადი მიზანია თავი მოუყაროს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლაში მიმდინარე კვლევით სამუშაოს, საშუალება მისცეს მეცნიერ–მკვლევარს მოახდინს მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შემდგომ გაღრმავებას.

 

კონფერენციაზე მეცნიერ–მკვლევრებისათვის სპეციალური მოხსენებებით წარსდგებიან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული მეცნიერები.

 

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული ცნობილი მეცნიერების პლენარულ მოხსენებას, სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეულ ზეპირ მოხსენებებსა და პოსტერულ (სტენდურ) მოხსენებებს.

 

  • კონფერენციის მონაწილე მკვლევრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ დარგის ცნობილი მეცნიერების პლენარული ლექცია, გაეცნონ თანამედროვე კვლევის მიმართულებებს, მეთოდებს და დარგის განვითარების ტენდენციებს.
  • კონფერენციის მონაწილეთა სამეცნიერო თეზისები განთავსდება Google Scholar-ის ბაზაში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალების მიერ პუბლიკაციის გამოქვეყნებაზე შეთავაზებას.
  • კონფერენციაში მონაწილეობა დაფუძნებულია მონაწილეთა პირადი ინიციატივით რეგისტრაციაზე. რეგისტრაცია იწარმოებს ონლაინ რეჟიმში კონფერენციის ვებ-გვერდის მეშვეობით.
  • კონფერენციის შესახებ ანონსი გავრცელდება კონფერენციების ონლაინ საძიებო სისტემებით.
  • მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები

 

 

ვინ შეიძლება დაესწროს?

განათლების კვლევის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი. მათ შორის:

  •  აკადემიური პერსონალი;
  • მკვლევარები;
  • პედაგოგები;
  • საგანმანათლებლო პოლიტიკის განმახორციელებლები;
  • სტუდენტები;
  • განათლების ექსპერტები;
  • განათლების ადმინისტრირების სპეციალისტები;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლები;
  • საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშემწობი სტრუქტურების სპეციალისტები;