+995 577 55 53 59 jes@gmail.com თბილისი, საქართველო, გმირ კურსანტთა ქ. 1
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება უწყვეტი განათლებისათვის.

  • დარიკო ხვედელიძე
  • საგანმანათლებლო ტექნოლოგია, • მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; . • კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა;,თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში ,„
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

    სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი  სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ისტორია-სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი

  • რეზიუმე:

    თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადაპტაციის ნორმალურ პირობებს. ტექნიკური პროგრესი მოითხოვს, განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს სიახლეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს სწავლების მეთოდები და მიდგომები. როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვამ დააჩქარა სწავლების პროცესი და აამაღლა მისი ხარისხი, თვისებრივად შეცვალა  სწავლების პროცესი და შედეგი:

    - ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან;

    - გამოიწვია მოსწავლეთა ახალი უნარების განვითარება;

    - მოახდინა სასწავლო დროის ეკონომია;

    მზა წყაროებზე დაყრდნობით შეივსეს ცოდნა და შეძლეს კვლევა-ძიების  დამოუკიდებლად წარმართვა.

    შედეგად, მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ არა მხოლოდ გართობის მიზნით, არამედ იმ ცოდნის  შესაძენად, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ და განავითარებენ. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც მეცნიერულ კვლევათა პროდუქტი, არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადამიანის ადაპტაციის ნორმალურ პირობებს.

  • რატომ საგანმანათლებლო ტექნოლოგია?

      საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება  შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს, სწავლების სხვადასხვა მეთოდთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით  უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ. ტექნოლოგიების გამოყენება  ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან, მოტივაციის ამაღლებას, უნარებისა და სწავლის  სურვილის ფორმირებას, ეხმარება მოსწავლეს ცოდნის დაუფლებაში და  საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა:

     

    • მიზნის გაცნობიერება; .
    • ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუცირება; .
    • მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; .
    • კვლევაძიების დამოუკიდებლად წარმართვა;

    საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რაც გამოიწვევს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. მასწავლებელი, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობაში  ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებს, უფრო მეტად მობილურია, მიისწრაფვის სიახლეებისაკენ, ითვისებს პიროვნებაზე ორიენტირებულ ცოდნას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სწავლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ემოციოგენურობის ფაქტორი, მისი გამოყენების პოზიტიური და დადებითი გავლენა მოსწავლეებზე. სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობებს, შექმნან, შეინახონ, გადაამუშავონ ინფორმაცია და ეფექტურად წარუდგინონ ის მოსწავლეებს. სწავლების ეფექტურობის მისაღწევად საჭიროა არსებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევების შერწყმა თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, რაც გულისხმობს ძირძველი ტრადიციული პედაგოგიური გამოცდილების რეალიზებას, რაც  საგანმანათლებლო სივრცის ხარისხობრივ ცვლილებებს გამოიწვევს.

    მზარდია ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ყველა მიმართულებით. მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი განვითარებული ქვეყნები, ცდილობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის  განათლების სფეროში. საგანმანათლებლო სისტემა აქტიურად ცდილობს ადრეული ასაკიდანვე ბავშვებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარების განვითარების ხელშეწყობას.

    აღნიშნული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ხელს უწყობს:

    • მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან;
    • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას;
    • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ხელს უწყობს უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებას ცოდნის დაუფლებაში.
    • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა: მიზნის გაცნობიერება; ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუცირება;  მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; . კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა;

    საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები,  მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა მკვეთრად აჩქარებს სწავლების პროცესს და ამაღლებს მის ხარისხს, ახდენს სასწავლო დროის ეკონომიას. მასწავლებელი, რომელიც იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობაში, უფრო მეტად მობილურია, მიისწრაფვის სიახლეებისაკენ, ითვისებს პიროვნებაზე ორიენტირებულ ცოდნას.

    როგორც „European Commission Directorate General Information Society and Media“ - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში („ Survey of Schools: ICT in education“) არის აღნიშნული, ევროკავშირის სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია, ხოლო მათი შეფასება - უჩვეულოდ პოზიტიური და იმედის მომცემი.  კვლევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ე.წ. „teacher index“, რომელშიც მოცემულია მასწავლებლების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობისა და  ეფექტიანობის ამსახველი რამდენიმე გრაფიკი და დიაგრამა, ხოლო დასკვნაში წერია:  „კვლევის ანალიზით დადგინდა, რომ წარმატებული და თავდაჯერებული მასწავლებლები კლასში მუშაობის დროს გაცილებით ინტენსიურად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ძირითადად კომპიუტერებს, ინტერნეტს და პროექტორს. ასევე დადგინდა, რომ როცა მასწავლებლების წვდომა სხვადასხვა სახის ინფორმაციულ ტექნოლოგიასთან გარკვეული მიზეზების გამო დაბალია, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი მუშაობის ნაყოფიერებაზე. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ამ კვლევით ნათლად გამოჩნდა პირდაპირპროპორციული კავშირი მასწავლებლების წარმატებულ, ნაყოფიერ მუშაობასა და მათ მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობას შორის.

    გარდა ამისა, კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ: „სკოლის მასწავლებლები მთელი ევროპის მასშტაბით უკვე თავიანთ პირად არასამუშაო დროს აქტიურად უთმობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში თვითგანვითარებას და მათი მოტივაცია ნათელია - მოემზადონ უკეთ 21-ე საუკუნის სასკოლო გარემოსთვის. პოლიტიკოსები გონიერებას გამოიჩენენ მაშინ, თუ გამოიყენებენ მასწავლებელთა ამ დიდებულ მოტივაციას და მოამარაგებენ მათ ინფორმაციული ტექნოლოგიის უახლესი ინოვაციური საშუალებებით. ინფორმაციული ტრენინგის ინტენსივობა თუ თავად გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, ევროპის სკოლებში ძირითადად იყენებენ კომპიუტერებს, როგორც პერსონალურს, ასევე ლეპტოპებს. ასევე სხვადასხვა სახის გაჯეტებს. კომპიუტერებს მასწავლებლები იყენებენ იმისთვის, რომ ჯგუფს მისცენ დავალებები, არა მარტო კლასში, არამედ კლასს გარეთ მუშაობისთვის. მასწავლებლები კომპიუტერებს გამოიყენებენ ასევე ვიზუალური თუ აუდიო გამოსახულებისთვის  რაც ერთი-ორად აადვილებს ნებისმიერი საგნის სასწავლო მასალის ათვისებას მოსწავლეების მიერ. ზემოხსენებული გაჯეტები, ისევე როგორც კომპიუტერები, იძლევა იმის საშუალებას, რომ  მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი პროგრამები თუ აპლიკაციები, მაგალითად, როგორიცაა, ყველასათვის ცნობილი Microsoft Word იმისთვის, რომ გააკეთონ ჩანაწერები. მასწავლებლები და მოსწავლეები ასევე იყენებენ სმარტფონებს აკადემიური მიზნებისათვის.  E-learning ძალიან პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში, რადგან იგი საოცრად მოსახერხებელია და ხელმისაწვდომია ნებისმიერ ადგილას.  სმარტფონების საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ აკადემიური ინფორმაციის მოძიება სპეციალური  „საგანმანათლებლო მობილური აპლიკაციების“ საშუალებით. ევროპის სკოლებში ასევე იყენებენ ე.წ. „ჭკვიან დაფებს“(smart interactive Whiteboards). ასეთ დაფებს აქვთ სენსორული ზედაპირი, რაც მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრეზენტაციისა თუ ნებისმიერი მასალის ახსნის დროს კლასში, სპეციალური კალმით მიუთითონ ეკრანზე სასურველ ინფორმაციაზე,  დახატონ, დაწერონ მასზე, ასევე გადართონ სლაიდები,  გაადიდონ  ეკრანი. დაფაზე მუშაობა ორ ადამიანსაც შეუძლია ერთდროულად. პროექტორების გამოყენებით შესაძლებელია ამ დაფებზე ვიზუალური ეფექტების შექმნა და როგორც მასწავლებლები ამბობენ, ამით სასწავლო პროცესი გაცილებით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებისათვის. ძალიან ხშირად ისეთი სკოლის მასწავლებლები, სადაც არ არსებობს გამართული და თანამედროვედ აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიები, თვალსაჩინოებათა წარმოსადგენად, სწორედ ასეთი სახის ვიდეოებს იყენებენ, რაც საკმაოდ ეფექტურია.

    აქვე ალბათ, საინტერესო იქნება, თუ განვიხილავთ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის მაგალითს, რომელიც, რა თქმა უნდა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსაც უკავშირდება. იგი იმდენად ინოვაციური და საინტერესო აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო ამ სისტემას განიხილავს. სანამ ტექნოლოგიას შევეხებით, მანამდე უნდა ითქვას, რომ ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა სრულიად განსხვავებული და უპრეცედენტო  ფენომენია. მაგალითად, ყველა მასწავლებელს მოეთხოვება მაგისტრის ხარისხი და შესაბამისად კონკურენციაც საოცრად ძლიერია, ყველა სკოლას და რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, ყველა მოსწავლეს, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შედგენილი, ინდივიდუალური მიზნები და ამოცანები აქვს დასახული. ამის პარალელურად კი ფინეთში გადაწყვიტეს, რომ ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელი ნაბიჯი იყო შემდგომი განვითარებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2016 წელს ფინეთის ეროვნული გამოცდა, რომელიც ერთადერთი გამოცდაა სკოლის დამთავრების შემდეგ , უკვე ციფრული გახდა და კომპიუტერებთან ტარდება. „ფინელ მასწავლებელთა უმრავლესობისთვის სწავლა ნიშნავს გონივრული კავშირის დამყარებას უკვე ნასწავლ მასალასა და იმ ინფორმაციას შორის, რომელიც გონებას ჯერ არ აუთვისებია, ამისთვის, კი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება საუკეთესო შედეგის მომტანია“ - ამბობს ფინელი მწერალი და განათლების ექსპერტი პასი საჰლბერგი. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა ნაწილი კონსერვატორულ დამოკიდებულებას იჩენს და ხშირად უნდობლობას უცხადებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს სკოლებში, ნელ-ნელა ყველასათვის ნათელი ხდება, რომ მასწავლებელი უნდა იქცეს იმ ადამიანად, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება, მოსწავლეთა ძალები და რესურსები მიმართოს ცნობისმოყვარეობისა და ახლის გაგების სურვილისაკენ. აამაღლოს მათი მოტივაცია და რაც მთავარია, დაეხმაროს მათ იმის გარკვევაში, რა უნდათ აკეთონ ცხოვრებაში.

    საქართველოს საგარეო კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული, ჩვენ  ვცდილობთ დემოკრატიული რეფორმებით გავაუმჯობესოთ სოციალური, ეკონომიკური პირობები, განვავითაროთ სხვადასხვა ინსტიტუცია და საბოლოოდ გავხდეთ  ძლიერი დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ამ ყველაფრის მისაღწევად კი ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი გზა სწორედ განათლებაზე გადის. განათლების საძირკველი კი სწორედ სკოლაა, ადგილი, სადაც მოსწავლეები საბაზისო ზოგად განათლებას იღებენ, ამისთვის კი აუცილებელია, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიტმს. ჩვენს საუკუნეში განვითარება და ტექნოლოგიები ურთიერთგადაჯაჭვული ცნებებია, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ენიჭება. საქართველოს სკოლების ტექნიკური ბაზები არც თუ ისე მოუწესრიგებელია, სკოლათა უმრავლესობას აქვს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები  და პროექტორები, ხოლო რამდენიმე ათეულ სკოლაში მოწყობილია  „მომავლის კლასი“.

    ზემოხსენებული „მომავლის კლასები“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.  რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები. საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა „მომავლის კლასთან“ ონლაინ ჩართვაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, გაკვეთილზე მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მუშაობის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს მათ კომენტარი. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, მათემატიკის, მუსიკის გაკვეთილები. სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებულ იქნეს ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო „იარაღები“ (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები). მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაციის  საშუალებას იძლევა.“

    დაბოლოს, უნდა შევეხოთ ინფორმაციულ ტექნოლოგიათა გამოყენების ზომიერებასა და სიფრთხილეს დაწყებით კლასებში. გასათვალისწინებელია მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები, რის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს კომპიუტერის მონიტორთან მოსწავლის მუშაობის დროის ხანგრძლივობა. ანიმაციური პროგრამების რეალიზების დროს, მონიტორზე გამოტანილია ანიმაციური საგნების ფერის, მოძრაობის სინქრონიზების, მუსიკალური ტონალობის და ა. შ.  შერჩევა. კიდევ უფრო დიდ სირთულესთან გვაქვს საქმე, მოზარდის მიერ ისეთ ინტერნეტსაიტებთან  ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, რომელიც მის ასაკს არ შეეფერება და მისთვის აუნაზღაურებელი ზიანის მოტანა შეუძლია. ამ დროს იგი, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ექცევა მისი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ. ამისათვის  საჭიროა, ვეძებოთ გზები მოზარდის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ინფორმაციული უშიშროება კი მთლიანად უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება.

    თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს, თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები უწყვეტი განათლებისაკენ, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. მასწავლებელი, რომელიც იყენებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობაში, უფრო მეტად მობილურია, მიისწრაფვის სიახლეებისაკენ, ითვისებს პიროვნებაზე ორიენტირებულ ცოდნას.   დღეს უკვე ვითარდება  და ფეხს იკიდებს დისტანციური  სწავლება, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი საფეხურია. იგი წარმოადგენს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებას. დისტანციური სწავლების სისტემის ფორმირება და განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია. დისტანციური სწავლება კი არ უარყოფს ტრადიციული სწავლების ფორმებს, არამედ იგი ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით ახდენს მისი რეზერვების ბალანსირებულ გამოყენებას,  ამდიდრებს ინოვაციური სცენარებითა და წარმოდგენებით.

    ჩავატარე კვლევა მერვე-მეთორმეტე კლასში,  80 მოსწავლეს შევავსებინეთ კითხვარი, ანკეტირების მეშვეობით გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინფორმაციის მიღების მიზნით, ინტერნეტსივრცეს იყენებს გამოკითხულ მოსწავლეთა 32 %; ხოლო დანარჩენი უფრო მეტ დროს ვიდეოთამაშებს, ვიდეოფილმებს და სოციალური ქსელით ურთიერთობას უთმობს, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო. საჭიროა, ვეძებოთ გზები მოზარდის ინტერნეტის  მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამის ნათელი მაგალითი და დასტური შემიძლია მოვიყვანო, კვლევის შემდეგ სკოლის მოსწავლეები მიწვევით წავიყვანე ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო ელექტროლაბორატორიაში, ბატონ დავით სონღულაშვილთან, სადაც მათ  საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტის მეშვეობით გვანახეს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ქართულის, ბიოლოგიის მუსიკის გაკვეთილები, ჩაატარეს ცდები ელექტრონული ტექნიკის და ინტერნეტის დახმარებით; ამ პროცესმა  დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და მათთვის ასეთი მეთოდი გახდა სასიამოვნო და საინტერესო.

    საბოლოო ჯამში, როგორც უკვე აღინიშნა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საკვანძო როლი აკისრია თანამედროვე მსოფლიოს წამყვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვისთვის, თუმცა, სამწუხაროდ საქართველოში ამ კუთხით მდგომარეობა ჯერ კიდევ არცთუ სახარბიელოა.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები, ცხადია, ხელს უწყობს ამ მიმართულებით გარემოს გაჯანსაღებას და განვითარებას, თუმცა რეალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სარგებლობის დადებითი მხარეები და უკეთ გამოიყენოს უკვე არსებული რესურსები სასწავლო პროცესში.

     

    გამოყენებული ლიტერატურა:

    1. ჩაჩანიძე გ., სართანია ვ., ინტერნეტ–განათლების ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები, მონოგრაფია, თბილისი, 2004 წ.
    2. ნანობაშვილი ქ., ზივზივაძე მ., მათემატიკის ზოგიერთი საკითხის კომპიუტერული სწავლების მეთოდიკა ელემენტარულ სკოლაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ქუთაისი, 2005 წ.
    3. ჩაჩანიძე გ., ნანობაშვილი ქ., ზოიძე ნ., ინფორმატიკისა და განათლების მეცნიერების ინტერდისციპლინარული კავშირები. იხ: III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“, ბათუმი, 2014 წ.
    4. ფრანგიშვილი ა., ჩაჩანიძე გ., ნანობაშვილი ქ., დისტანციური განათლების ინტერდისციპლინარული პროცესების მოდელირება. იხ: IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“, თბილისი, 2016 წ.
    5. ნანობაშვილი ქ., ზივზივაძე მ., კაკაშვილი გ., დისტანციური სწავლება, როგორც უწყვეტი განათლების საშუალება. იხ: IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება“, თბილისი, 2016 წ.
    6. European Commission Directorate General Information Society and Media - ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა „ Survey of Schools: ICT in education
  • 2019.03.13
ნომერი
მსგავსი სტატიები