თანამედროვე უმაღლესი სკოლები ტექნოლოგიური რევოლუციის გამოწვევების წინაშე დგანან. მსოფლიოში მოწინავე უნივერსიტეტებს უკვე აქვთ დაგეგმილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტად გამოყენება სწავლებაში, რის შედეგადაც უნდა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, შემუშავდეს ყოველი სტუდენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, შეიქმნას სტუდენტისთვის დამხმარე - ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომი ვირტუალური სივრცე. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები წარმატებით იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს არა მხოლოდ სასწავლო პროცესებში, არამედ სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვაშიც. ეს პროცესი აკავშირებს სასწავლო სამეცნიერო სფეროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებთან.
კვლევის მიზნად დასახული იყო დაგვედგინა ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა შორის ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის, სწავლებაში ასისტენტად გამოყენების შესახებ ცნობადობა, მისი გამოყენების მიზანშეწონილობა და სურვილი. აკადემიურ პერსონალს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ღია კითხვის საშუალებით.
The Readiness of Georgian Professors for Usage of an Innovative Tech Platform as an Assistant
Abstract
Modern high schools are facing challenges brought by technological revolution. Today Leading Universities have already started to use Artificial Intelligence (AI) as an instrument in teaching, that will enhance education quality, emphasize individual approach and create 24/7 available students’ assistant and virtual space. World leading universities also successfully apply AI in planning of entrepreneurial activities. This directly links science with the factors facilitating the growth of country’s economy.
The aim of the research was to find out the level of awareness, willing and relevance of digital technologies, namely of Artificial Intelligence usage as an assistant in teaching among the Georgian professors. The academics also were able to indicate their opinions by open ended questions.
Key words: Artificial Intelligence (AI), University, teaching methods, innovative platform, high schools, education
განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანების თუ მკვლევრების მთავარი საფიქრალი მოსწავლეებისა და სტუდენტების ყველა დონეზე მხარდაჭერაა, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას და კურიკულუმით გათვალისწინებულ სწავლების შედეგებზე გავიდნენ. ამ თვალსაზრისით განათლების სპეციალისტები ხშირად საუბრობენ საკლასო ოთახში თანასწორობის უზრუნველყოფაზე, თუმცა ბოლო პერიოდია მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეებისადმი არა მხოლოდ თანასწორ, არამედ ინდივიდუალურ (სამართლიან) მიდგომაზე. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია აღნიშნული თანამედროვე ხედვის ანალიზი. განხილულია განათლების კვლევის წამყვანი სპეციალისტების მოსაზრებები და შეხედულებები.
The main objective of the research scientists and the specialists working on the development of the education system, is to provide support to students at each level in order to ensure that they succeed and achieve the teaching results envisaged by the curriculum. In this regard, the education specialists often touch the issue of providing equality in the classrooms, however, recently the researchers have started to make focus not only on equal, but also on individual (equity) approach to the students. This article presents the analysis of this modern vision, also the review of opinion and views of the leading specialists of the education system, which creates an opportunity to enhance discourse and revise the issue in this context.
კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. საგანმანათლებლო სისტემაც მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. სპონტანურად სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა დღის წესრიგში დადგა, ეს განსაკუთრებით შეეხო ზოგად და უმაღლეს განათლებას. პროცესების მოულოდნელმა და სრული დატვირთვით ამ რეჟიმზე გადასვლამ ბევრი სირთულე წარმოშვა. მათ შორის მოსწავლეების სწავლაში ჩამორჩენა, რაც ბევრ საკითხს უკავშირდება, იქნება ეს ტექნიკური (ინტერნეტი და კომპიუტერი როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის) თუ მეთოდოლოგიური. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება ამ გამოწვევის საპასუხოდ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, რისთვისაც რემედიაციის პროგრამები ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მოიაზრება.
ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს, შეისწავლოს დირექტორებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებები პრობლემის მიმართ და მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით დაადგინოს ის საშუალებები, რომლებიც მათ, რემედიაციის პროგრამების დანერგვის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
Abstract
The Covid-19 pandemic posed new challenges to the world. The education system also faced significant difficulties. Spontaneous transition of the learning process into a remote format was on the agenda, this particularly affected general and higher education. The sudden and full loading of the processes to switch into this mode caused a lot of difficulties.
Among them is the students falling behind in learning, which is related to many issues either technical (internet and computer for teachers, as well as for students), or methodological. Nowadays, it is actively considered to response this challenge imediatly, for which remediation programs are considered to be one of the most effective instrument.
Our research aims to examine the attitudes of school principals and teachers towards the problem; to identify the instruments and mechanisms that they consider appropriate in case of implementation of remediation programs.
Key words: Remediation programs, the students falling behind in learning, distance learning.
რეზიუმე
საკვანძო სიტყვები: განმავითარებელი შეფასება, სოლო ტაქსონომია, კვლევა, გამოწვევები, პრაქტიკული რეკომენდაციები;
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია კვლევითი საქმიანობა მოსწავლეთა სწავლის შეფასების სისტემაზე კერძოდ, განმავითარებელ ინსტრუმენტზე -სოლო ტაქსონომიაზე.
კვლევით ნაშრომს მიმართულებას აძლევს შემდეგი საკვლევი კითხვები: რა გამოწვევები ახლავს სოლო ტაქსონომიის პრაქტიკაში გამოყენებას? როგორ შევაფასოთ მოსწავლე კომპლექსური დავალების წარდგენისას?
ნაშრომში გამოყენებულია მკვლევარი ექსპერტის მიერ ორწლიანი დაკვირვების შედეგები, ასევე ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, რომლებიც პროექტ ,,ახალი სკოლის მოდელში“, კომპლექსური დავალების პარალელურად, სოლო ტაქსონომიის შეფასების ინსტრუმენტს იყენებდნენ.
ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული, თუ როგორ უნდა იყოს სასწავლო პროცესი ისე აგებული, რომ თითოეული მასწავლებელი ეხმარებოდეს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს იგი სასწავლო პროცესში და აჩვენებდეს კონკრეტულ გზებს რეკომენდაციების სახით ამ სირთულეების დაძლევაში. წარმოდგენილა ასევე ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც სოლომდე, სოლოს პროცესში და სოლოს შემდეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია ერთ-ერთი კომპლექსური დავალების პირობა (საგანი: მოქალაქეობა), რომელიც მიმართულია სოლო ტაქსონომიის ხუთ დონეზე კონკრეტული აღწერილობებით და კომენტარით, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს ცალკეული დონის მიზანს და პროცესების მიმდინარეობას.
Resume
Key words: suumative assessment, solo taxonomy, research, challenges, practical tips.
The present work represents the research activity on assessing the students particularly on summative assessment.
The research work is directed with the following questions:what are the major challenges of solo taxonomy in practice?How to assess the students when presenting the complex task?
A two- year observation results were used in the work as well as the method of deepened interview with different groups that had to apply the solo taxonomy assessment tools in the frame of the project ” A New School Model”.
The work has analysed in details how to construct the learning process so that each pupil would assist a teacher to realize what challenges he might face to in the learning process and shows the precise ways by giving tips to tackle the difficulties. There are also given important factors to be considered by the teacher before, during or after the solo taxonomy assessment.
The work is concluded by one of the conditions of the complex task ( subject:Civics), which is directed to the five levels of the solo taxonomy with detailed description and the comments that clearly demonstrates each goal of the level together with the process itself.
რეზიუმე
21 -ე საუკუნის მზარდი გლობალიზაციის პირობებში ქვეყნებს შორის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო თანამშრომლობა სულ უფრო იზრდება. განხორციელებული პრაქტიკის კვლევის მიზანია: მოსწავლეებში გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და განსხვავებულობის მიმართ მიმღებლობის გაზრდა კულტურათაშორისი ინტეგრაციისთვის.
კვლევის აქტუალობას განაპირობებს თემის სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და შესაბამისად, ქართულ ენაზე ლიტერატურისა და კვლევების ნაკლებობა.
სტატიაში თბილისის ერთ-ერთი სკოლის მაგალითზე წარმოდგენილია მე-8 კლასელ მოსწავლეებთან განხორციელებული ინტერვენციები და ამ ინტერვენციების შედეგები. მონაცემების მოპოვების ეტაპზე გამოყენებულია როგორც რაოდენობრივი კვლევის (პრე და პოსტ კითხვარები), ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები(სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები). გაანალიზებულია გლობალურ სამოქალაქო განათლებაზე არსებული კონცეფციები და ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვენციების შედეგად მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება კულტურული მრავალფეროვნებისა და გლობალური მოქალაქეობრივი კომპეტენციების შესახებ. მათ შეძლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
Abstract
Amid growing globalization in the 21 st centary, political, cultural, social, economic and educational collaboration between countries is increasing. The goal of the study is to raise awareness of global civic values and increase acceptance of diversity for intercultural integration.
The urgency of the research is conditioned by the novelty of the theme in Georgian field of education and correspondingly , the lack of literatura and research in Georgian lenguage.
The report is based on the results of the research on interventions carried out and implemented in the classroom of 8th grade students, one of the public school of Tbilisi. Both quantitative research (pre-survey and post-survey questionnaires) and qualitative research methods (in-depth interviews, focus groups) were used during the data collection. The existing concepts of global civic education and in that regard the current situation in Georgia were analyzed.
The results of investigation carried out at school showed that the interventions raised the students’ awareness of cultural diversity and global civic competencies. They were able to apply the theoretical knowledge into real-life-scenarios.
Keywords: Global Citizenship Education, Global Citizen, Cultural Diversity, Intercultural communication.
რეზიუმე
კვლევაში მონაწილეობდნენ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები. კვლევის მიზანი იყო ლიტერატურული ტექსტების უკეთ გააზრების ხელშეწყობა მულტიმედიური მეთოდების გამოყენებით საშუალო საფეხურზე. კერძოდ, თბილისის ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასში.
კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ შერეული მეთოდი. თვისებრივი მეთოდებიდან ფოკუს-ჯგუფი და ინტერვიუ. რაოდენობრივი მეთოდებიდან ტესტი, რომელიც მოიცავდა პრეტესტს და პოსტტესტს. დიაგნოსტიკის ეტაპზე ჩატარებული პრეტესტის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, დავადგინეთ ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები.
საკვლევი საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ შევიმუშავეთ ინტერვენციები, რომელთა განხორციელებამაც ხელი შეუწყო ექსპერიმენტულ ჯგუფში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
Abstract
The present work is a report of the research conducted in one of the public schools of Tbilisi. The aim of the research was to promote the better understanding of literary texts using the methods of multimedia at the medium level, namely in the 11th grade.
Within the scope of the study we used a mixed method. A focus group and an interview from qualitative methods. From quantitative methods-a test that included a pre-test and a post-test. Based on the information obtained, we established experimental and control groups.
After identifying research issues, we developed interventions. The implementation of these interventions helped to improve the situation in the experimental group.
The recommendations have been developed based on the results obtained from the implemented interventions. Considering these recommendations and using multimedia methods the teachers will be able to help their students in better understanding the text
რეზიუმე
2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან საქართველოს სკოლებს, ისევე როგორც საგანმანათლბელო დაწესებულებებს მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მოულოდნელად და დაუგეგმავად მოუხდათ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა[1]. რასაც, თავის მხრივ, არაერთი სირთულე და გამოწვევა მოჰყვა.
მნიშვნელოვანია შევისწავლოთ სკოლებში დისტანციური სწავლებისას შექმნილი სირთულეები და ამ სირთულეებთან გამკლავების გზები, რაც დაგვეხმარება სწავლების პროცესის მომავალი დაგეგმვისთვის და ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემხვედრი ხარვეზების გამოსასწორებლად.
კვლევა მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის ძირითადი გამოწვევები და სირთულეები, რასაც სკოლები წააწყდნენ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ.
Abstract
From 2020 spring semester, Georgian schools, as well as educational institutions in up to 200 countries around the world suddenly and unplannedly had to move to distance learning. That, in turn, was followed by a number of difficulties and challenges.
It is important to study the difficulties at schools in the process of distance learning and the ways how to deal with the difficulties in order to plan the future teaching process and also to fill the gaps that have arisen last year.
The research aims to identify the main challenges and difficulties that schools have faced in transition onto distance learning.
[1] https://data.europa.eu/en/impact-studies/covid-19/education-during-covid-19-moving-towards-e-learning
შესავალი
საქართველოში სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლა 2020 წლის მარტში დაიწყო. განათლების სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივება 1 აპრილამდე იგეგმებოდა. ამავე დროს, სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში. გეგმის ფარგლებში საკომუნიკაციო საშუალებად წარმოდგენილ იქნა Mycrosoft TEAMS პროგრამა. [2] სამინისტროს მხარდაჭერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაუაქტიურდათ პროფილები, რომლის საშუალებითაც ისინი Microsoft office 365-ით სარგებლობენ.[3]
23 მარტის მონაცემებით კი გამოიცა მთავრობის დადგენილება: საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული (სასწავლო პროცესი) განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).[4]
გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა. შემოდგომის სემესტრში კერძო სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა 15 სექტემბრიდან, ხოლო საჯარო სკოლებში 19 ოქტომბერს განახლდა I-IV კლასებისთვის. თუმცა, ნოემბერში ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა გახდა საჭირო.[5] შემოდგომის სემესტრი მთლიანად დისტანციურად წარიმართა, გაზაფხულის სემესტრიდან კი (15 თებერვლიდან) სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.
დისტანციურ სწავლებას არაერთი გამოწვევა ახლავს თან, როგორიცაა ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე წვდომა, პედაგოგების კომპეტენცია ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში და დისტანციური სწავლების სტრატეგიის მხრივ, პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობა (Mbah, Onyewuchi, Duru, 2016). მიმდინარე წელს, პანდემიის გამო სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადასვლამ აღნიშნული სირთულეები და გამოწვევები გააცოცხლა. გარემოებას ართულებს ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუგეგმავად მოუხდათ გადასვლა სწავლების ახალ ფორმაზე იმის მიუხედავად, თუ როგორი იყო მათი მზაობა დისტანციურად მუშაობისთვის.
განათლებაში არსებულ უთანასწორობას უფრო მეტად აღვივებს ონლაინ სწავლება და ამ მხრივ მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფა არ წარმოადგენს პრობლემას. როგორც კრიზისს ახასიათებს, პანდემიის შემთხვევამაც არსებული უთანასწორობა გამოავლინა - სკოლებს, უბნებსა და მოსწავლეებს შორის. გარდა იმისა, რომ ონლაინ სწავლებისას მოსწავლეები ნაკლებ ცოდნას იღებენ პირისპირ სწავლებასთან შედარებით, მოსწავლეები, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ყველაზე ნაკლებად იღებენ ცოდნას. (Kamenetz, March 2020).
დისტანციურ სწავლებაზე უეცარი გადასვლა ზოგადად, მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფერადკანიანი სტუდენტებისთვის დიდ სკოლებში, პრაქტიკული, ტექნოლოგიური და ემოციური გამოწვევების მხრივ, განსაკუთრებით მწვავეა. ავტორის თქმით, ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე წვდომა აქ მხოლოდ აისბერგის წვერია. ისტორიული უთანასწორობა განათლებაში ფერადკანიანი და ლათინოამერიკული თემისთვის პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. ოჯახებში ფინანსური მდგომარეობის დამძიმების გამო სკოლის მოსწავლეები იძულებული გახდნენ, დამატებითი პასუხისმგებლობები აიღონ ოჯახის დასახმარებლად და „სიცოცხლეს მიანიჭონ პრიორიტეტი სკოლაზე მეტად“, რაც მათ ონლაინ გაკვეთილებში ჩართვის საშუალებას აღარ აძლევთ. (Bautista, May 2020)
ონლაინ სწავლებისას, ინტერნეტზე წვდომის პრობლემის გარდა, სხვა სირთულეებიც ჩნდება. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს სახლში ინტერნეტი ჩართული აქვთ, მაგრამ მშობლებმა არ იციან, როგორ მოიხმარონ ლეპტოპები, რომლებიც მათ შვილებს დაურიგეს და დავალების შესრულებაშიც ვერ ეხმარებიან. მასწავლებლებს უჭირთ გარკვევა, თუ როგორ გრძნობენ თავს მოსწავლეები, ეფანტებათ თუ არა ყურადღება, ესმით თუ არა ახსნილი მასალა - მსგავსი დეტალები ონლაინ სწავლების დროს ადვილად რჩება ყურადღების მიღმა (Bender, April 2020).
აგრეთვე, საჭიროა დროის დადგენაც - რა ხანგრძლივობის უნდა იყოს ონლაინ გაკვეთილები, დაბალი საფეხურის მოსწავლეები ეკრანებთან საათობით გაჩერებას ვერ შეძლებენ. ისინი საჭიროებენ მშობლების/მეურვეების დახმარებას ონლაინ გაკვეთილების დროს. მშობლები კი, სავარაუდოდ, დისტანციურად მუშაობენ სახლებიდან. დაუდგენელი რჩება მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდებისა და მათი შეფასების საკითხიც (Kamenetz, March 2020).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აგვისტოს მონაცემებით, 190 ქვეყანაში 1.6 მილიარდ სტუდენტზე/მოსწავლეზე იქონია გავლენა პანდემიამ. სკოლების და სხვა სასწავლო დაწესებულებების დახურვას მსოფლიოში მოსწავლეების 94%-ზე, ხოლო დაბალი/საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 99% ზე ჰქონდა ეფექტი. (Education during COVID-19 and beyond, 2020). ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ პანდემიამდეც უჭირდა სამყაროს განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების უზრუნველყოფა, კრიზისმა კი მდგომარეობა უფრო მეტად გაამწვავა. განათლებაში არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება, დისტანციური სწავლა ნაკლებად ხელმისაწვდომია გოგონებისთვის, სახლში და ფერმებში დასაქმებული ბავშვებისთვის, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებულების, სპეციალური საჭიროების მქონეთათვის და იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინტერნეტზე და ტექნიკაზე ნაკლებად აქვთ წვდომა. ამ ჯგუფებზე მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლაც უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო სწავლის შეწყვეტა პანდემიის დროს სამომავლოდ გაზრდის სწავლის მიტოვების მაჩვენებელს. ბავშვების მუშაობის მაჩვენებელიც გაიზრდება. ალტერნატიული ღირებულების (დღევანდელი მუშაობა თუ სამომავლო განათლება) გამო, მშობლები მხარს ნაკლებად დაუჭერენ შვილების განათლებას.
რაც შეეხება პირისპირ სწავლებასთან დაბრუნების შემდგომ გეგმებს, აღნიშნულია, რომ სკოლების გახსნის დროს, საჭირო გახდება არსებული მდგომარეობის შეფასება, რათა ჩავარდნები ამოივსოს და დაჩქარებული ან გამოსასწორებელი სასწავლო პროგრამები შესთავაზონ მოსწავლეებს. ზოგ ქვეყანაში მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარებაც აქვს შეტანილი სკოლას სავარაუდო გეგმებში. აგრეთვე, მასწავლებლებსაც შეიძლება დასჭირდეთ ფსიქოლოგიური დახმარება იმისთვის, რომ მოსწავლეების საჭიროებებს უპასუხონ. ასეთი სახის დახმარების გარეშე, დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის გამო მოსალოდნელია მასწავლებლების გადაღლა, სამსახურის გაცდენა, შესაძლოა, სამსახურის მიტოვებაც კი. ყველა ამ პრობლემის გამო, სტატია პროგნოზირებს, რომ სასწავლო კრიზისი შესაძლოა „თაობის კატასტროფად“ იქცეს.
ხოლო კატასტროფის ასარიდებლად მოცემულია რეკომენდაციები. ერთ-ერთი რეკომენდაციაა ცვლილებების დაჩქარება. თავს დატეხილი პრობლემების პასუხად გაღებულმა დიდმა ძალისხმევამ გვაჩვენა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. ეს პერსპექტივა სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული. კრიზისის დადებითი მხარეა ის, რომ ინოვაციები დაჩქარდა, მათ შორის განათლებაშიც. (Education during COVID-19 and beyond, 2020).
კრიზისის დროს გამოჩენილ პერსპექტივებს უსვამს ხაზს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტატია (The COVID-19 pandemic has changed education forever. This is how. April 2020). გამოითქვა მოსაზრება, რომ ონლაინ სწავლებაზე დაუგეგმავი და სწრაფი გადასვლა მომავალში შექმნის ახალ, ჰიბრიდულ მოდელს. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია განათლებაში კიდევ უფრო დაჩქარდება და ონლაინ სწავლება სასკოლო განათლების შემადგენელი ნაწილი გახდება. ონლაინ სწავლების ტექნოლოგია საკუთარ პოტენციალს გამოამჟღავნებს.
დადებით მხარეებზე საუბრობს ვაშინგტონ პოსტის სტატიის ავტორიც.[6] ბევრი თავისუფალი დროის გამო ბავშვებმა მეტი კრეატიულობა გამოამჟღავნეს ზაფხულში. მისი თქმით, ბავშვებს თავისუფალი დრო ასაზრდოებს. მიმდინარე კრიზისმა ბავშვებს საშუალება მისცა, განვითარდნენ იმ მიმართულებით, რის საშუალებაც „ნორმალურ“ დროს არ მიეცემოდათ. ბავშვებმა ოჯახური პასუხისმგებლობების აღება დაიწყეს, ასევე, იმის გამოცდილება მიიღეს, თუ როგორ გაირთონ თავი და როგორ დაგეგმონ/მართონ სწავლა.
ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ, სწრაფმა ცვლილებებმა და არაპროგნოზირებადმა გარემომ გავლენა იქონია სკოლის მენეჯმენტზეც. ყველა ის ფორმალური და არაფორმალური პროცედურა, რაც სკოლაში ურთიერთობებს აყალიბებდა, ერთბაშად გაუჩინარდა. დღეს სკოლის ლიდერები გავლენის მოხდენას და ჩართულობას ლეპტოპის და ტელეფონის ეკრანიდან აგრძელებენ. მათი ლიდერობა გადავიდა ორგანზომილებიან სივრცეში. (Harris, 2020). სტატიის თანახმად, პანდემიის პირობებში განაწილებული ლიდერობა (Distributed leadership) ლიდერობის ყველაზე შესაფერისი პრაქტიკაა. ის გულისხმობს ტრადიციული როლების შესუსტებას და თანაბარ, დეცენტრალიზებულ, ქსელური ლიდერობის კულტურაზე გადასვლას. ეს პრაქტიკა უფრო მეტად კონცენტრირებულია ინტერაქციაზე, ვიდრე ცალკე მოქმედებაზე. შესაძლებლობების განვითარებაზე და არა კონტროლზე. კოლექტიური ჩართულობასა და მოქმედებაზე.
პანდემიის დროს სკოლის ლიდერები სისტემაში იჭყლიტებიან. ისინი ეყრდნობიან ზედა რგოლებიდან წამოსულ პასუხებს, პროცესებს და პროტოკოლს. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, ერთ დღეში იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ ვირუსი როგორ გავრცელდება. ამავე დროს, დირექტორებს უწევთ დისტანციური ურთიერთობა სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებთან, რაც დამატებითი სამუშაო და დატვირთვაა. სკოლის ლიდერებისგან ზედა და ქვედა რგოლებს დიდი მოლოდინი აქვთ, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. (Harris and Jones, 2020).
იქმნება ლიდერობის ახალი გამოცდილება. თუ ამჟამინდელ ლიდერობას აღვიქვამთ როგორც დროებით, სწრაფ პასუხს მიმდინარე სიტუაციაზე, მაშინ ხელიდან დაგვისხლტება იმის შესაძლებლობა, რომ ლიდერობა განსხვავებული და უფრო ეფექტური გახდეს. (Harris, 2020). ძველ დროსა და კონტექსტში სასწავლო წელი მიმდინარეობდა ნაცნობი პარამეტრებით, ნაცნობი მოდელებით და რიტმით. გარკვეული იყო ანგარიშვალდებულება და წესები. ახლა კი არაპროგნოზირებადობა და გაურკვევლობა სკოლის ლიდერების მთავარი გამოწვევაა. განაწილებული ლიდერობა მიმდინარე კრიზისის შესაბამისი პასუხია. ამ დროისთვის ეფექტური ლიდერობა ყველაზე მეტად თანამშრომლობითი და ჩართული უნდა იყოს. (Harris and Jones, 2020).
სკოლებში შიდა შეფასებისთვის, როგორც მასწავლებლის საქმიანობის, ისე სწავლა-სწავლების ხარისხის გასაზომად გამოიყენება ერთი ან რამდენიმე ინსტრუმენტი, როგორიცაა მოსწავლეთა მიღწევების ანალიზი, სკოლის ადმინისტრატორის მხრიდან გაკვეთილზე დასწრება, ინტერვიუ მასწავლებელთან, პედაგოგთა ურთიერთდასწრებები, მასწავლებლის პორტფოლიო, მოსწავლეთა გამოკითხვა და სხვა. კვლევის დამკვეთ სკოლაში განხორციელებული პრაქტიკის კვლევის მიზანია შიდა შეფასების პროცესში მოსწავლეთა გამოკითხვის ინსტრუმენტის ეფექტიანობის შესასწავლად სამეცნიერო წყაროების გაცნობა და მათზე დაყრდნობით აღნიშნული ინტერვენციის ვალიდობის გამოკვლევა. აგრეთვე, სამეცნიერო წყაროებზე და არსებულ აპრობირებულ კითხვარებზე დაყრდნობით სასკოლო საზოგადოებასთან ერთად სკოლის საჭიროებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებული კითხვარის შემუშავება.
კვლევის აქტუალობას განაპირობებს ერთი მხრივ, სკოლის დაკვეთა შიდა შეფასებისას მასწავლებლის საქმიანობის და სწავლა-სწავლების შეფასების პროცესი გახადონ უფრო მრავალმხრივი, რათა დაინახონ ფართო და ობიექტური სურათი, მეორე მხრივ, 2019 წლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემის მეოთხე მუხლი, რომელიც გულისხმობს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებელთა შეფასებისა და ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედებას.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე სტატიაში წარმოდგენილია სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მაგალითზე მეშვიდეკლასელ მოსწავლეებთან გამოკითხვის ინსტრუმენტის გამოყენება და მისი შედეგების განხილვა. სტატიაში ასევე, მიმოხილულია აღნიშნული ინტერვენციის დადებითი მხარეები, რისკები და მათი შემცირების გზები, და რეკომენდაციები.
Abstract:
For internal evaluation in schools, one or more tools are used to measure both teacher performance and the teaching-learning process, such as analysis of student achievement, school attendance, interviews with teachers, teacher attendance, teacher portfolio, student surveys, and more. The purpose of the practice study conducted in the school, which ordered the research, is to identify scientific sources to study the effectiveness of the student survey tool in the internal assessment process and to investigate the validity of this intervention based on them. Also, develop a questionnaire focused on the needs and requirements of the school, together with the school community, based on scientific sources and existing proven questionnaires.
The urgency of the research, on the one hand, is due to the school's order, to make the process of teacher performance and teaching-learning evaluation more comprehensive during internal evaluation, to see a broad and objective picture, and on the other hand, due to the fourth article of the 2019 Teacher Professional Development and Advancement Scheme, which envisages the establishment of an independent system of teacher evaluation and quality development based on all general education institutions.
For the purpose of the research, the article presents the use of the survey tool with seventh-graders on the example of a Legal entity under public law №2 Public School in the village of Partskhanakanevi, Tskaltubo Municipality under name of Mamia Pantsulaia and discusses its results. The article also reviews the advantages, risks, and ways to reduce this intervention and recommendations.
Keywords: Teacher Internal School Assessment, Student Survey, 360 Degree Assessment / Feedback
მრავალი ფსიქოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება და მასთან დაკავშირებული ღირებულებები რეზისტენტულს ხდის მოსწავლეს წარუმატებლობის მიმართ.
წარმატება კორელაციაშია თვითაქტუალიზაციის დონესთან – რაც უფრო დაბალია თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, მით ძლიერია წარუმატებლობა და რადგანაც მოსწავლის არაფორმალური განათლება ზრდის მოსწავლის მიღწევის მოტივაციას, ამიტომ მისი როლი განსაკუთრებულია და სკოლები, რომლებსაც აქვთ არაფორმალური განათლების ორგანიზებული სერვისები, დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს, გახდნენ თვითაქტუალიზებული ადამიანები.
წინამდებარე სტატია ამ საკითხს განიხილავს იმ კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, რაც თბილისის ორი კერძო სკოლის ბაზაზე ჩატარდა და შეისწავლა მოსწავლის მიღწევის მოტივაციაზე, რა გავლენას ახდენს არაფორმალური განათლება.
Abstract
Numerous psychological research demonstrate that a student's need for self-actualization and the ideals related with it, make them resistant to failure.
Success is correlated with self-actualization - the lower the need for self-actualization, the greater the failure, and since non-formal education increases the student's motivation for achievement, its role is special, and schools with organized non-formal education services help students become self-actualized. This article highlights the challenge through an examination of the findings of a study done on the basis of two private schools in Tbilisi and studied the effect of non-formal education on student's motivation to accomplish.
სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის, განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების სისტემამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რომელიც მიმართული იყო, ერთი მხრივ, პოსტ-საბჭოთა განათლების სისტემის ცვლილებისაკენ და მეორე მხრივ ახალი სისტემის შექმნისაკენ.
განათლება არის პროცესი, რომელიც იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს როგორც ადამიანების ცხოვრებაში, აგრეთვე მათ ქცევაში. მიუხედავად სიღრმისეული რეფორმებისა, გამოწვევად რჩება სკოლაში კონფლიქტების მართვისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ბოლო პერიოდში გახშირებული კონფლიქტები, რაც აუცილებელს ხდის კონფლიქტის კონსტრუქციული გზით გადაჭრის სწავლების დანერგვას სკოლებში.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტების კვლევა ახალ დისციპლინად მიიჩნევა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, დისციპლინის ფესვები საუკუნეების განმავლობაში განვითარებულ სხვადასხვა თეორიასა და მიდგომაში შეგვიძლია ვეძებოთ. კონფლიქტის კვლევა მოიცავს კონფლიქტის ფორმირებისა და ტრანსფორმაციის, მშვიდობის მიღწევის სხვადასხვა მიდგომის, მეთოდისა და ინსტრუმენტის შესწავლას. ვებელის განმარტებით, მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების მიზანი, მშვიდობის მოძრაობებს, მორალიზმსა და საგარეო პოლიტიკურ პრაგმატიზმს შორის ბალანსის პოვნაა.[1]
FORMAL GENERAL EDUCATION AND CONFLICT TRANSFORMATION IN MODERN GEORGIA
Resume
For the sustainable development of the state, education is one of the most important issues. It should be noted that the general education system has undergone a significant transformation during the last decade, which was aimed at changing the post-Soviet education system on the one hand and creating a new system on the other hand.
Education is a process that leads to positive changes in people's lives and behavior. Despite the in-depth reforms, it remains a challenge to raise awareness about conflict management and ways to resolve them in schools.
One of the most important challenges are the conflicts that have increased in recent times, which makes it necessary to introduce teaching, to solve conflicts in a constructive way in schools.
Although conflict research is considered a new discipline, which became especially relevant after the end of the Cold War, the roots of the discipline can be found in the various theories and approaches, developed over the centuries. Conflict research includes the study of conflict formation and transformation, different approaches, methods and tools for achieving peace. According to Webel, the goal of peace and conflict education is to find a balance between peace movements, moralism, and foreign policy pragmatism.[1]
KEY WORDS: Development; Education; Challenge; Conflict transform
[1] Webel, J. G. a. C., 2007. Peace and conflict studies Looking back, looking forward. In: J. G. a. C. Webel, ed. Handbook of Peace and Conflict Studies. s.l.:Routledge, pp. 397-399.
[1] Webel, J. G. a. C., 2007. Peace and conflict studies Looking back, looking forward. In: J.G.a.C. Webel, ed. Handbook of Peace and Conflict Studies. s.l.:Routledge, pp. 397-399.
კვლევა მიზნად ისახავს, გამოკვეთოს ის ძირითადი გამოწვევები და სირთულეები, რასაც კლას-კომპლექტის მასწავლებლები აწყდებიან როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციური სწავლებისას.
მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ კლას-კომპლექტებში პირისპირ და ონლაინ სწავლებისას შექმნილი სირთულეები და ამ სირთულეებთან გამკლავების გზები, რაც დაგვეხმარება სწავლების პროცესის მომავალი დაგეგმვისთვის.
Abstract
The study aims to highlight the main challenges and difficulties faced by classroom teachers both in classrooms and in distance learning.
It is important to study the difficulties created in face-to-face and online teaching in classrooms and the ways to deal with these difficulties, which will help us for future planning of the teaching process.
რეზიუმე
ფორმალურ სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენცია სისტემურად ინტეგრირებულია ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში, აშშ-ში, ბრიტანეთსა და მრავალ სხვა ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერება 2011 წლიდან ასახულია როგორც გამჭოლი კომპეტენცია, რომლის განვითარება ყველა საგნობრივ ჯგუფში აუცილებელია, თუმცა საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის სისტემური ინტეგრირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. სტატიის მიზანია, ერთი მხრივ, მიმოიხილოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში მედიაწიგნიერების სფეროს ფორმირების ეტაპები, მეორე მხრივ კი მოიკვლიოს განათლების ქართველ სპეციალისტთა მოსაზრებები საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
Abstract
Media literacy education is an integral part of formal school education of all EU states, US, UK and many other countries. Since 2011 Georgian National Curriculum defines media literacy as a cross-cutting competence necessary to be enhanced in all subject groups, however, systemic integration of media literacy competence in Georgian schools has not been achieved yet. The article intends to examine the stages of formation of the field of media literacy education in formal education system and to analyze Georgian education experts’ perceptions concerning the role of media literacy education in Georgian classrooms.
სტატია ეფუძნება სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაში განხორციელებულ საჭიროებების კვლევას, რომლის მიზანი იყო, შეგვესწავლა, რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების მიმართ, რამდენად ინტენსიურად და ეფექტიანად მიმდინარეობს სწავლა-სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით და რამდენად თანამშრომლობენ მასწავლებლები ერთმანეთთან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების სიღრმისეულად წვდომისა და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების მიზნით.
საკვლევი კითხვებიდან და კვლევითი ამოცანებიდან გამომდინარე, ჰიპოთეზების შესამოწმებლად გამოყენებულ იქნა კვლევის შერეული ტიპი რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით და საჭიროების ერთიან ჭრილში დასანახად სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ერთად გამოკვლეულ იქნენ საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებიც. კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ განხორციელდა ინტერვენციები. ქმედებათა განხორციელების დროს მასწავლებლებზე დაკვირვებამ და ანალიზმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა ჩვენ მიერ ჩატარებული, პრობლემის გადაჭრასა და საჭიროების აღმოფხვრაზე ორიენტირებული ინტერვენციების ეფექტურობა.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს საკლასო სივრცეში მრავალფეროვანი რესურსების, აქტივობებისა და კომპლექსური დავალებების გამოყენებას და როგორია მოსწავლეთა შეხედულებები, მოსაზრებები და განცდები ამგვარი გაკვეთილების მიმართ. ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა დასკვნები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავცეთ რეკომენდაციები მსგავსი პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთისა და მოგვარების მიზნით.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მოსწავლეზე ორიენტირებულმა სწავლებამ. ტრადიციული, მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების სტილიდან ახალი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომების დანერგვაზე გადასვლა არცთუ იოლი პროცესია მასწავლებლებისთვის. ამ მიზნით საქართველოში განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელთაგან აღსანიშნავია „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ვფიქრობთ, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კვლევა და მონიტორინგი როგორც სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრივ, ისე ლოკალურ (სასკოლო) დონეზეც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევისა და მონიტორინგის მიზანია რეალური სიტუაციის შეფასება და კონკრეტულ სოციუმში პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთა, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვასა და განხორციელებას, ეს კი, საბოლოოდ, ემსახურება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას და რეფორმის წარმატებით განხორციელებას თითოეული სკოლის დონეზე.
წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაში ჩატარებულ სკოლის საჭიროებების კვლევის ეტაპებსა და შედეგებს.
The article is dedicated to the research of the needs carried out in the public school N7 of the city of Telavi, the aim of which was to study the attitudes of teachers towards student-centered teaching strategies, how intensively and effectively teaching-learning takes place in consideration of learner-centered approaches and how much teachers cooperate with each other in order to deeply access student-centered teaching strategies and use them in the lesson process.
Based on the research questions and research objectives, a mixed type of research with quantitative and qualitative methods was used to test the hypotheses. In order to study the issue in depth and to see the needs in a unified perspective, together with the teachers of the public school N7 of Telavi city, elementary and secondary level students were also examined.
Interventions were implemented after the first phase of the study was completed. Observation and analysis of teachers during the implementation of actions allowed us to evaluate the effectiveness of our interventions focused on solving the problem and eliminating the need.
The results of the study showed the importance of using a variety of resources, activities and complex tasks in the classroom and what are the views, opinions and feelings of the students towards such lessons. As a result of the analysis, conclusions were formed, which allows us to make recommendations for solving similar problems.
სწავლის მოტივაცია დიდ როლს თამაშობს აკადემიური წარმატების ხელშეწყობაში. ონლაინ სწავლება ფართოდ დაინერგა მთელს მსოფლიოში და გადაიქცა სწავლების ეფექტურ ფორმად. შესასწავლია სტუდენტების მოტივაცია ონლაინ კლასებში სტუდენტების მოტივაციის ოპტიმიზაციისათვის. კვლევაში ონლაინ სწავლის მოტივაციის შესწავლა მოხდა ქართველ სტუდენტებთან „ონლაინ სწავლის მოტივაციის კითხვარისა“ (The Motivation to Learn Online Questionnaire, MLOQ, Fowler, 2018) და სწავლის წამახალისებელი გარე ფაქტორების 16 პუნქტიანი ავტორის მიერ შედგენილი კითხვარის საშუალებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული ძირითადი მოტივაციური ფაქტორების სიძლიერე და მნიშვნელოვნება.
An empirical study of online learning motivation among university students
Abstract
Learning motivation plays a major role in promoting academic success. Online learning has been widely adopted around the world and has become an effective form of learning. Student motivation should be studied in order to optimize student motivation in online classes. In the study, the motivation to learn online was studied with the Georgian students using "The Motivation to Learn Online Questionnaire" and the 16-item questionnaire of external factors compiled by the author that encourage learning. As a result of the research, the strength and importance of the main motivational factors related to online learning were revealed.
Keywords: Online learning, learning motivation, empirical study of motivation