+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • რა როლი აქვს აღზრდას ადამიანის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში?
  • თეიმურაზ ბეჟანიძე თორნიკე შევარდნაძე
  • აღზრდის სტილი, ლიბერალური სტილი, დემოკრატიული სტილი, ავტორიტარული სტილი, თვითშეფასება.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    აღნიშნული ნაშრომის მიზანია, შევისწავლოთ შესაძლო ურთიერთკავშირი ადამიანის აღზრდის სტილსა და მის თვითშეფასებას შორის. აღნიშნული თეზისის შესასწავლად დავეყრდენით ორ თეორიას, აღზრდის სტილის შესასწავლად გამოვიყენეთ კურტ ლევინის თეორია (Lewin 1939), რომელიც აღზრდის ავტორიტარულ, დემოკრატიულ და ლიბერალურ სტილს გამოყოფს, ხოლო რესპონდენტის თვითშეფასების დასადგენად გამოვიყენეთ გრინვალდის თვითშეფასების სკალა. კითხვარი შედგება 68 დებულებისაგან და ზომავს თვითშეფასების 4 ასპექტს: დიფუზური „მე“, სოციალური „მე“, პირადი „მე“ და კოლექტიური „მე“. კვლევისთვის გამოიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 120 სტუდენტი. (სტრატიფიცირებული შერჩევის საფუძველზე). წინასწარი ვარაუდით, რაც უფრო ჰორიზონტალურია ურთიერთობები აღზრდის პროცესში, მით უფრო მაღალი თვითშეფასება აქვს პიროვნებას, შესაბამისად, ლიბერალური და დემოკრატიული აღზრდის სტილი უფრო მაღალ თვითშეფასებას განაპირობებს, ვიდრე ავტორიტარული.

  • 2017.03.17
  • ქართული ენის სწავლების საკითხები
  • ნაირა ცხვედიანი
  • სწავლა, სწავლება, ინტეგრირება, საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელოები.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებამ პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში ბევრი ცვლილება განიცადა, რაც განათლების სისტემაში გატარებულ ოცწლიან რეფორმებს უკავშირდება.  ამ რეფორმების შედეგად უკვე საკმაო მოცულობის  გამოცდილება დაგროვდა, რაც საშუალებას გვაძლევს, ზოგი რამ ახლებურად შევაფასოთ და ზოგიც გადავაფასოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების წინაშე დგას, ინტეგრირებული სწავლებაა, რადგან დეკლარირებული ინტეგრირება და რეალური მდგომარეობა ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებულია. ამ განსხვავებამ კი ყველაზე მეტად ქართული ენა დააზარალა. იმისათვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს,  საჭიროა  არსებული მდგომარეობის  სერიოზული  კვლევა, რომელიც რეალურ სურათს დაგვანახვებს, შემდეგ  კი საგნის სპეციალისტთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენებით  შესაძლებელი იქნება, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება მართლაც რეალურ და ეფექტიან   მოდელად იქცეს.

    The teaching of Georgian language and literature has been drastically changed in Post-Soviet Georgia, which bears close relationship with the reforms taking place in Georgian educational system during the last twenty years. According to this huge experience, we can re-evaluate or evaluate certain features of the reforms anew. Among the major problems we face today with the teaching process of Georgian language and literature, the most significant challenge is the integrated teaching approach, as the declared integration is quite different from the real situation. And Georgian language appears to be the main victim due to this difference. In order essential changes to be implemented, the existing situation should be researched thoroughly. This will give us the opportunity of vision the real picture. Afterwards, the theoretical knowledge and practical skills of the specialists will enable us to turn the integrated teaching approach of Georgian language and literature into a really effective and powerful model.

  • 2017.04.04
  • ეკოლოგიური ქიმია დიდაქტიკის ჭრილში
  • ქეთევან კუპატაძე
  • ეკოლოგიური ქიმია; მწვანე ქიმია; სწავლების მეთოდიკა; საგანთაშირისი კავშირები; დიდაქტიკის პრინციპები;
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    რეზიუმე: ეკოლოგიურ ქიმიასთან დაკავშირებული თემატიკა 21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული პროცესის განვითარება კი მისი საფუძვლიანი სწავლებით იწყება. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიური ქიმიის საკითხების სწავლება სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე აუცილებელია. სტატიაში, სწორედ ამ საკითხების სწავლების მეთოდიკაა განხილული. მაგალითისთვის კი არჩეულია დაბინძურებული წყლის გაწმენიდის პროცესი ბუნებრივი გამწმენდი სისტემებით (ხელოვნური ჭაობი).  მეთოდიკა დიდაქტიკის რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება, რათა მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაცია გაიზარდოს. ეს პრინციპებია: მასალის (ინფორმაციის) დოზირებულად მიწოდება, თვალსაჩინოების  პრინციპი, საგანთაშორისი კავშირები. სტატიაში ასევე აღწერილია ლაბორატორიული სამუშაოს დროს შესასრულებელი კვლევის ჩამონათვალი. სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები ადასტურებს მათ დადებით დამოკიდებულებას ქიმიის ამ მიმართულებისადმი. ასევე იკვეთება  მათი დამოკიდებულების ცვლილება გარემოს დაბინძურების პროცესებთან მიმართებაში.

     

     ECOLOGYCAL CHEMISTRY   FROM THE POINT OF VIEW OF DIDACTICS

    Abstract: All the issues related with Ecological Chemistry obtain particular importance now in the 21st century. The development of any process starts with its well education. Therefore, it is very important to start delivering classes issues from  Ecological Chemistry, the natural chemical processes and pollution agents, at schools and universities. As a case study, the article discusses the methodology of teaching those questions at University and school levels. As an example is given NTS (Natural Treatment Systems and  constructed wetlands). The methodology is orientated on realization of some important didactic principles in teaching process which is very effective tool for increasing students’ motivation to learn. This principles are: dosed material supply, inter-subject links, visualization. There is described experience for laboratory work as well. The outcome of the inquire has made it clear, that such a method of teaching of issues of Ecological Chemistry affects positively on students motivation and changes their attitude towards the environmental pollution.  

  • 2017.04.24
  • ტექსტის ინტერპრეტაცია - ლიტერატურის სწავლების საფუძველი
  • ელენე თაბორიძე
  • საკვანძო სიტყვები: ლიტერატურა, სწავლება, ინტერპრეტაცია, ბარათაშვილი, პოემა
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    სტატია განკუთვნილია ლიტერატურის სწავლებით დაინტერესებულ პირთათვის. მას საფუძვლად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უდევს. ავტორის პოზიცია მხატვრული ლიტერატურის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი უპირველესი დარგის, მომავალი თაობის სულიერი აღზრდისა და ზნეობრივი კრედოს ფორმირებაში დიდი წვლილის შემტანის პოსტულატს ემყარება. მისი რწმენით, ლიტერატურის მასწავლებლის მუშაობა პირველ რიგში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის მიღწევას - თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა მაღიარებელი ინდივიდის, კარგი მკითხველის ჩამოყალიბებას უნდა ემსახურებოდეს. ლიტერატურის გაკვეთილისთვის მასწავლებლის მზადების ავტორის მიერ წარმოდგენილ მოდელში უმნიშვნელოვანესია მის მიერ მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის ეტაპი. აქ პედაგოგს დიდ დახმარებას უწევს ლიტერატურათმცოდნეობის უახლესი მიღწევების გაცნობა, თუმცა მან დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოს ტექსტის ინტერპრეტაციის ის ვარიანტები, რომელთა განხილვა კლასში აზრთა აქტიურ გაცვლა-გამოცვლას, მსჯელობას და მოზარდების მხრიდან საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას გამოიწვევს.

     

    სტატიაში განხილულია კონკრეტული მაგალითი-ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ ახლებური ინტერპრეტაცია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება  ე.წ. ლირიკული ჩანართების ანალიზს ეთმობა. წარმოდგენილია რ. ჩხეიძისა და ავტორისეული ვარიანტები, რომელთა პილოტირება წარმატებული აღმოჩნდა.

  • 2017.05.04
  • გამჭოლი კომპეტენციები - თეორიიდან პრაქტიკამდე
  • ნესტან რატიანი
  • გამჭოლი კომპეტენციები, ღირებულებები, ინდოქტრინიზაცია, საერთაშორისო ბაკალავრიატი
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    იდეალურია, როდესაც ადამიანებს საერთო ღირებულებები გააჩნიათ, მაგრამ ცხოვრება საწინააღმდეგოს გვიჩვენებს - ეს ერთი შეხედვითაა, რომ ღირებულებები უნივერსალურია, ადამიანები იზიარებენ მათ და ყველანაირად ცდილობენ, ისე მოიქცნენ, რომ ამ ღირებულებებს არ უღალატონ. სინამდვილეში დაპირისპირებას სწორედ განსხვავებული ღირებულებები იწვევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ღირებულებები მეტწილად შეხედულებებს ეფუძნება. თუკი ღირებულებები შენობაა, შეხედულებები ამ შენობის ასაშენებლად გამოყენებული საშენი მასალაა. შეხედულებები ყველაზე ცვალებადი რამაა. შეხედულებები მომდინარეობს წარსული გამოცდილებიდან, შეხედულებებზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, გარემო, რომელშიც აღვიზარდეთ, წრე, რომელშიც ვტრიალებთ, რა გვესმის, რას ვხედავთ, რას ვკითხულობთ. გვიყალიბდება შეხედულებები და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხედულებები უტყუარია. უმეტესად ვერც ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ ეს შეხედულებები მცდარია. ვიცვლით გარემოს, ვიცვლით წრეს და იცვლება ჩვენი შეხედულებებიც. თავად ვრწმუნდებით, რომ მანამდე რაც ჭეშმარიტი გვეგონა, მცდარი აღმოჩენილა. ზოგჯერ კი ვერც ვაცნობიერებთ, ისე ვრჩებით მცდარ შეხედუ-ლებათა ტყვეობაში. განათლება უნდა დაგვეხმაროს ისეთ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც კი არ გვაპირისპირებს, არამედ გვაერთიანებს. მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი საფრთხე: განათლება არ დაემ-სგავსოს და არ გადაიქცეს ინდოქტრინიზაციად. რაც არ უნდა მართებული, დროში გამოცდილი იყოს ღირებულებები, თუკი არ ვასწავლით დავსვათ შეკითხვა „რატომ“ და არა პირდაპირ ჩავუდებთ თავში „რა“-ს, ხვალ შეხე-დულებების შეცვლა მარტივად შეარყევს ღირებულებებსაც. ამიტომაც განათლების სისტემა უნდა ცდილობდეს დანერგოს ისეთი მიდგომა, როდე-საც ღირებულებებს კი არ ვასწავლით, არამედ, როდესაც შევეცდებით, დავაფიქროთ ღირებულებებზე; ჩვენ კი არ უნდა ვუნერგავდეთ ღირებუ-ლებებს მოსწავლეს, უნდა ვცდილობდეთ, ისეთი გარემო შევქმნათ, რომელშიც მოსწავლეები თავად ჩამოიყალიბებენ მართებულ შეხედულე-ბებს და ამ შეხედულებებზე დაფუძნებით თავად შექმნიან ღირებულებათა სისტემას.

  • 2017.10.05
  • მოზარდების სასწავლო მოტივაციის ტიპებისა და სწავლის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა
  • თ. მაისურაძე, ნ. ლაბარტყავა*
  • მოზარდობის ასაკი, სწავლის მოტივაცია, სწავლის სოციალური მოტივი, სწავლის სოციალური საჭიროება, სწავლის პრესტიჟულობა.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    უმცროსი და უფროსი მოზარდების სწავლის წამყვანი მოტივებისა და  ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელი იქნება განათლების სპეციალისტებისთვის საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    კვლევის ობიექტები არიან უმცროსი (12-15 წელი) და უფროსი (15-18 წელი) ასაკის მოზარდები, რომლებიც სწავლობენ ქ. თბილისის სკოლებში. კვლევის ტიპი გახლდათ რაოდენობრივი და თვისებრივი.

    რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობა მიღო 200-მა მოსწავლემ, თვისებრივში კი 32-მა.

    კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ უმცროსი და უფროსი მოზარდებისთვის სწავლის პროცესში  წამყვანია  სოციალური  და სწავლის - როგორც  სოციალური საჭიროების გაცნობიერების მოტივები. ამავდროულად, უმცროსი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია - ცოდნის პრესტიჟულობა ოჯახში, ხოლო უფროსი მოზარდებისთვის შემეცნებითი ინტერესების არსებობა.

    კვლევამ აგრეთვე ცხადყო, რომ  უმცროს მოზარდებს სწავლაში დახმარებას უწევს ჯგუფებში, თანატოლებთან ერთად მუშაობა, სკოლაში მეგობრული ატმოსფეროს არსებობა, მშობლების მხრიდან მხარდაჭერა. ხოლო, უფროსი მოზარდების აზრით, მათ სწავლაში დახმარებას უწევს ყურადღების კონცენტრაცია სასწავლო შინაარსზე, კონკურენტუნარიანი კლასი, სახელმძღვანელოებში მეტი მაგალითებისა და ნაკლები უცნობი ტერმინების არსებობა, პრაქტიკული მეცადინეობები, გაკვეთილებზე თვალსაჩინოებების გამოყენება, ღია გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთებენ პრეზენტაციას და მოიპოვებენ აღიარებას.

     

    Annotation

    The study of the type and motivation factors of junior and senior adolescents is important for determining which type of motivation is leading in  adolescents. Results obtained from the study can be used to improve the quality of teaching and learning in the basic-middle level of education sciences.

    The research participants are  junior and senior adults: juniors ranging from 12 to 15, seniors ranging from  15 to 18, who study in Tbilisi schools. The type of research was quantitative and qualitative.

    In the quantitative research 200 students and in qualitative research 32 students had taken part.

    The study revealed that junior and senior adolescents have different type of motivation. In particular, for junior adolescents  prestige in the family and for senior adolescents intellectual interests are dominant. However, social motive and the motivation for understanding the social needs are important for both groups.

    The study also revealed that there are different ways to support junior and senior learners. Junior adolescents learn better from group work and personal factors, such as the purpose and self-confidence, friendly environment in the school and the parents' help contribute to learning. As a hindering factor, junior adolescents consider the content of the book, where limited information is presented. 

    Favorable factors or senior adolescents are focus on the content, competitive environment and for better learning more examples fewer unknown terms in the books are necessary for them. In addition, supporting factors for learning are more and more practical exercises, the use of illustrations by the teacher, experiments, open lessons, where students would be able to make presentations in in front of the audience and receive their recognition.

  • 2017.10.05
  • წიგნიერი გარემო და თავისუფალი არჩევანი - მოსწავლეთა ღირებულებების განმავითარებელი სტიმულები
  • ლელა კოტორაშვილი
  • წიგნიერბა,ფუნდამენტური ღირებულებები, პირადი პრაქტიკა, მოსწავლე,წიგნიერი გარემო
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    განათლების მთავარი მიზანი მოსწავლეთათვის ფუნდამენტური ღირებულებების ჩამოყალიბებაა, რათა მათ მაღალი მორალური განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და სურვილი ჰქონდეთ, ამასთანავე, სკოლაში მიღებული ცოდნა კეთილგონივრულად გამოიყენონ;

    ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, კლასიკოსი თუ თანამედროვე მწერლები, ფსიქოლოგები, განმანათლებლები, განათლების ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მხოლოდ  ღირებულებებზე დამყარებული გარემო ქმნის საზოგადოების ჯანსაღად განვითარების პირობებს;

    ღირებულებების დეფინიცია საკმაოდ რთულია და მათი აქტუალობა საზოგადოებაში დროსთან ერთად იცვლება. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თანამედროვე სამყარო  პრიორიტეტს თვითგამოხატვას, არჩევანის თავისუფლებას და ინდივიდუალურ კეთილდღეობას ანიჭებს. [1]

    სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დიდ დროს ატარებს. სწორედ სკოლის გარემოში ყალიბდება ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ადამიანის პიროვნულ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია წიგნიერი გარემო და მკაფიოდ გაწერილი აქტივობები მოსწავლეთა დაინტერესებისა და ჩართულობისთვის. ჩემი საკონფერენციო თემის მიზანი სწორედ ზემოთ აღნიშნული მოსაზრების განმტკიცება და განვრცობაა. კერძოდ, ნდობაზე, არჩევანის თავისუფლებაზე, წიგნიერი გარემოს მოწყობაზე და ამ გარემოში ჩატარებული აქტივობების შედეგად მოსწავლეთა კითხვით დაინტერესებაზე, მათი ნაბიჯ-ნაბიჯ მკითხველებად ჩამოყალიბების პროცესზე და მიღებულ შედეგზე დამყარებულ უწყვეტ განვითარებაზე მსურს ყურადღების გამახვილება. შევეცდები, სამეცნიერო ლიტერატურას საკუთარი პრაქტიკა დავუკავშირო და ამგვარად მივიდე საბოლოო დასკვნამდე.

  • 2017.10.13
  • ლანდშაფტი როგორც რესურსი და მისი გამოყენების როლი ღირებულებების ფორმირებაში
  • მაია ფირჩხაძე
  • პედაგოგიური თეორია, ლანდშაფთი, ღირებულება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    ადამიანზე,  მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ გარემო, სადაც ის იზრდება და ვითარდება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ სკოლას, სადაც მოზარდი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ხოლო პედაგოგიურ თეორიებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის შიდაპიროვნული მზაობის გამოწვევას ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

  • 2017.10.13
  • მოსწავლეთა შეფასება საქართველოში – ხარვეზები და ღირებულების ალტერნატივა
  • მარიამ გოდუაძე*,ქეთევან მემანიშვილი
  • შეფასება,მოსწავლე, მშობელი,შეფასების ტიპები
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    განათლების ბევრი მკვლევარი (Booth & Ainscow  1998; Bruce 2001; Hattie & Timperley 2007; Zaff & Behre 2003; Engh & Rose 2014 და სხვ. ) სასწავლო პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას განმავითარებელ, ფორმატულ შეფასებას ანიჭებს. მოსწავლეთა შეფასებისა თუ დაფასების ეს ფორმა ჩვენი დაკვირვებითაც ფასდაუდებელი ღირებულებისაა. თუმცა თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უპირატესობა ყოველდღიურ განმსაზღვრელ – ნიშნით, ქულებით შეფასებას ენიჭება და არა განმავითარებელ შეფასებებს. საქართველოს საჯარო სკოლებში ბავშვები ნაკლებად თუ იცნობენ თვითშეფასების კითხვარებს, რომელთა მართებული გამოყენებით არაერთ სასარგებლო შედეგზე გასვლაა შესაძლებელი; მასწავლებლები იძულებულნი არიან, კანონით განსაზღვრულ მოსწავლეთა შეფასების სტანდარტს დაემორჩილონ, რაც ხშირ შემთხვავეში ვერ ახდენს მოსწავლეთა სტიმულირებას, უფრო მეტიც, აქრობს მოსწავლეთა მოტივაციას, რაც საერთო შედეგებზე ნეგატიურად აისახება.

    ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ქულებით შეფასებასთან დაკავშირებული ჩვენ მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც დავიწყეთ 2013 წლის აპრილში და გაგრძელდა 2017 წლის აპრილის თვემდე. კვლევა დაეყრდნო ექსპერიმენტულ თუ გამოკითხვით მეთოდებს. გამოიკითხნენ ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის სტუდენტები, თბილისისა და ქუთაისის საჯარო სკოლოს მოსწავლეები და ქართველი პედაგოგები, რომლებმაც გამოთქვეს  კვლევაში მონაწილეობის სურვილი – სულ 1000-მდე მონაწილემ.

     დადასტურდა, რომ მასწავლებელთა, მოსწავლეთა თუ მათი მშობლების თვალსაზრისები ჩვენსას ემთხვევა და იკვეთება ყოველდღიური განმსაზღვრელი შეფასების ამოღების აუცილებლობა, იმდენად, რამდენადაც ნიშნების წერის არაეფექტურობა თავს იჩენს სხვადასხვა ასპექტში. კერძოდ, 1. სკოლაში დაწერილი ნიშნები რეალურად ვერ ასახავს მოსწავლის ცოდნას; 2. სკოლაში დაწერილი ქულები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საატესტატო თუ ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულებს, შესაბამისად, ვერ ასრულებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  ფუნქციებს.

    ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ რეკომენდაციას, რომელიც შეიძლება გაიზიაროს საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასების ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა მოსწავლეთა ყოველდღიურ შეფასებასთან დაკავშირებით ცვლილებების მოსამზადებლად.

    Annotation

    Many educational researchers  (Booth & Ainscow,  1998; Bruce 2001; Hattie& Timperley, 2007; Zaff & Behre, 2003; Engh & Rose, 2014) attach crucial importance to the formative assessment during the learning process. Based on our observation, we also believe that this form of assessment and evaluation of students is priceless. However, in modern Georgian educational space the advantage is given to the daily assessment using points, marks and not to formative assessment. In public schools of Georgia children are less familiar with self-assessment questionnaires, by means of which, if used properly, a number of useful results can be achieved; Teachers are forced to meet the standards of assessing students that is pre-determined by law. In many cases, it fails to stimulate students. Moreover, it even suppresses students' motivation which negatively affects the overall results.

    A survey related to assessment using marks/points in daily classroom practices was conducted. It was launched in April 2013 and continued till April 2017. The research was based on experimental and surveying methods. The students of Ilia State University, Tbilisi and Kutaisi public schools and Georgian teachers, who have expressed their willingness to participate in the survey, have been interviewed – a total of more than 1000 participants.

    It has been proved that our views coincide with the ones of teachers, students and their parents. The necessity of replacing daily summative assessment arises, as the ineffectiveness of writing marks/points can be observed in various aspects. In particular, 1. marks/points written in the school cannot actually reflect the knowledge of a student; 2. the scores written in the school do not often match the scores obtained during GCSE (CAT) or Unified National Exams. Therefore, it does not fulfill the functions of the National Curriculum.

    The presented paper is a kind of recommendation that can be shared by the Assessment Centre of the Ministry of Education and Science of Georgia, the Education Committee of the Parliament of Georgia in order to make changes concerning the daily assessment of the students.

  • 2017.11.02
  • ლიტერატურული კლუბის როლი მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში
  • ნათია ფურცელაძე
  • ლიტერატურული კლუბი, ღირებულებათა ფორმირება, წიგნიერების როლი, კითხვის პოპულარიზაცია.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ცხადია, თითოეულ სასკოლო კლუბს განსხვავებული მისია და მიზნები აქვს, მაგრამ საერთო ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი - ამა თუ იმ სასკოლო კლუბის ფუნქციონირება უკავშირდება არასაგაკვეთილო დროს(აც) და  აქტივობებს(აც), ეს კი მოსწავლეთა ინტერესებს აღვივებს. საუკეთესო შემთხვევაში, თუ კლუბის მუშაობა იგეგმება ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ მათი ჩართულობის ხარისხი გაიზარდოს.

    რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კლუბმა მოსწავლეების ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმოვიხილავ ლიტერატურული კლუბის - ,,წიგნიერის” საქმიანობას, რათა კონკრეტული მაგალითების საშუალებით შევძლო შედეგებზე საუბარი.

     ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი”, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა, 2013-2014 სასწავლო წელს დავაარსეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა. 2016 წელს სკოლამ გამოგვიყო სივრცე, რომელშიც მრავალფუნქციური ლიტერატურული სალონი მოვაწყვეთ. აქ ბავშვები მათთვის სასურველ დროს კითხულობენ, საუბრობენ წაკითხულ წიგნებზე, შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ, ესწრებიან ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, შეხვედრებს, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას.

    კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. სწორედ თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მოტივაციის ზრდას და შედეგად უმრავლესობა ერთვება კლუბ ,,წიგნიერის” ცხოვრებაში. თავისუფალ დისკუსიებში მონაწილეობამ, იმის განცდამ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური პოზიცია, მოსწავლეებს გამოუმუშავა განსხვავებული აზრის პატივისცემისა და შეხედულების თავისუფლად გამოხატვის უნარი.

    წიგნების თავისუფლად შერჩევისა და კითხვის უწყვეტი პროცესი არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენციას უვითარებს მოსწავლეებს, ისინი იღებენ უდიდეს გამოცდილებას. სწორედ ესაა ჩვენი საკლუბო მუშაობის მთავარი მიზანი, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლეებისათვის იქცეს ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ღირებულებები, ფასეულობები.

     

     

    Club work can make significant contributions in the process of formation of students’ values.  Obviously, each school club has different mission and goals, but the following can be considered as a common sign - the functioning of any school club is related to non-academic time and activities, what stimulates students' interests. At best, if the club's work is planned with account to the wishes and needs of the children, there is a high probability that their engagement level will be increased.

    How can the club influence the formation of a system of students’ values? In order to make the issue clear, I will review the activities of the literary club "Tsignieri" (literate) in order to be able to talk about the results through specific examples.

     Literary Club "Tsignieri", the main purpose of which is to improve the level of students' literacy and to support informal education, was established in academic year 2013-2014 by me and my students. In 2016, the school allotted a space in which we organized a multifunctional literary salon. Here, suitable for them time, children read, talk about read books, share impressions, attend movie shows, discussions, meetings, what obviously provides for increasing of the level of their civic consciousness and formation of a system of values.

    Club membership is not mandatory; in various meetings and events, participate only interested students. This is the free choice that provides for   growth of motivation and as a result, the majority wants to join the club life. Participation in the free discussions of the club and seeing that any individual can have individual position, made students to respect others opinions and to express theirs freely.

    The continuous and free process of reading and books selection, not only increases literacy skills in pupils, but give them the greatest experience. This is the main purpose of our club work- each read book to be some kind of experience (that can be used in life), which will provide for formation of healthy values. 

  • 2018.01.16
  • სამეცნიერო წყაროების მოძიებისა და შეფასების კრიტერიუმები აკადემიური ნაშრომის შექმნის პროცესში
  • .პატარიძე, მ.გიორგაძე, თ.საბაური
  • აკადემიური ნაშრომი, წყაროების მოძიება, წყაროების შეფასებ
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    ნაშრომი წარმოადგენს გზამკვლევს ახალბედა მკვლევართათვის, ვისაც სურს აკადემიური ნაშრომის შექმნა. მასში გაეცნობით რეკომენდაციებს, რომლებიც გამოგადგებათ წყაროების მოძიებისა და შეფასების პროცესში. წყაროს ხარისხის განსაზღვრა მოითხოვს კრიტიკულ მიდგომას, რადგან წყაროს კრიტიკული შეფასება ნებისმიერი დასრულებული სამცნიერო ნაშრომის ბაზისია და სწორედ აკადემიურ წყაროებს ეფუძნება ავტორის შეხედულებები/ მოსაზრებები და კვლევის დებულების არგუმენტები. წინამდებარე სტატიის მიზანია, სამეცნიერო ნაშრომისთვის წყაროთა ძიების სტრატეგიების დასახვა, მოპოვებული ინფორმაციის აკადემიური მახასიათებლების დადგენა და მათი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა.

    Summary

     

    Evaluating the quality of research sources involves critical attitude, as the critical evaluation of research sources is a foundation of writing any scientific paper, developing approaches/ideas by the author and finding scientific arguments in support of the research hypothesis. The purpose of this article is to discuss various strategies for finding research resources, define academic characteristics of obtained information and determine effective ways of using research resources.

     

  • 2018.03.09
  • სისტემური ცვლილებების მართვა
  • ლ.გიგაური
  • განვითარება. ცვლილებები, მართვა, სისტემური ცვლილებები.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებსა და სისტემებში ცვლილებები გარდაუვალია. ცვლილებების ტემპი ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების  საუკუნემ მნიშვნელოვნად დააჩქარა. სისტემური ცვლილებები არის რთული და ხანგრძლივი პროცესი, განსაკუთრებით საჯარო სექტორში. ცვლილებები ყოველთვის არ არის ეფექტური და ხშირად, შედეგად  განვითარება არ მოაქვს. ის, თუ რამდენად სწორად არის დაგეგმილი, მომზადებული და მართული ცვლილებები, განაპირობებს მის როგორც უარყოფით, ისე დადებითი ეფექტების მიღების  მასშტაბს და ხარისხს.

    Changes are inevitable in development-oriented organizations and systems. Technological advances and innovations of the 21st century have significantly accelerated the pace of ensuing changes. The systemic changes are complex and lengthy process, especially in public sector. The changes are not always efficient and often fail to bring about development. How accurately the changes are planned, prepared and managed preconditions the scope and degree of their negative and positive effects and impact.

    Keywords: Development, changes, management, governance, systemic changes

  • 2018.03.20
  • კლასის მართვის ხუთი ოქროს წესი
  • ქეთევან ცერცვაძე
  • • დაგეგმვა - მიზნების დასახვა, სტრატეგიების შემუშავება; • ორგანიზება; • ლიდერობა - მოტივაციის შექმნა, კონფლიქტური სიტუაციების მართვა; • კონტროლი - დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვება, მონიტორიგი.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    მასალა მომზადებულია ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციისა  და ამერიკის მასწავლებელთა ხარისხის ეროვნული საბჭოს მიერ მომზადებულ მასალაზე დაყრდნობით. კვლევებმა აჩვენეს, რომ 80% მოსწავლეების ექვემდებარება აღნიშნულ მიდგომას. ერთი შეხედვით შეიძლება ყველაფერი ნაცნობი იყოს ნებისმიერი მასწავლებლისთვის და იფიქროს, რომ ეს ისედაც იცოდა და ახალი არაფერია. ამასთან დაკავშირებით ხშირად ერთი მაგალითი მომყავს: ძალიან კარგად ვიცი ფეხბურთის ყველა წესი, როცა მიხსნიან ან ვუყურებ, მაგრამ ცარიელ კარში გოლსაც კი ვერ გავიტან, ხშირად თეორიული ცოდნა და ცოდნის განხორციელება პრაქტიკაში სხვადასხვა რამ არის, ერთია ვიცოდეთ და მეორეა დავიცვათ პორციები თუ პროპორციები, ასევე თანმიმდევრულობა, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს.

  • 2018.07.18
  • კავშირები ქიმიის სწავლებასა და ყოველდღიურობას შორის საგაკვეთილო პროცესში
  • მაკა ჩირიკაშვილი, ეკატერინე მიქაუტაძე
  • ქიმიის სწავლების მეთოდიკა, პრაქტიკის კვლევა, ექსპერიმენტი, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    ქიმიის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, რადგან ვაცნობიერებთ თუ არა, ჩვენ ვიყენებთ ქიმიას ყოფაცხოვრებაში. ქიმიის სწავლება სიმბოლოების, ფორმულების, ამოცანების და დებულებების ფონზე რთულ საგნად ითვლება. მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება მასწავლებლის მხრიდან. პრაქტიკის კვლევა არის საუკეთესო ინსტრუმენტი მასწავლებლისთვის გამოიკვლიოს მოსწავლეთა საჭიროებები, რაც დაეხმარება შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებაში. გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. ამიტომ, მიზნად დავისახეთ მეცხრე კლასში შეგვესწავლა და გამოგვეკვლია ქიმიის თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში. ინტერვენციები ეხმარება მასწავლებელს მოიძიოს, დაგეგმოს და გააუმჯობესოს შედეგები. კერძოდ, ქიმიის ტრანსფერული ცოდნის გასააქტივებლად საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ჯერ ექსპერიმენტი და შემდეგ კვლევაზე დაფუძნებული გაკვეთილი, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლილიყო სწავლების სტრატეგია და შედეგი ყოფილიყო მიღწეული. რაც აისახა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის, მათი მოტივაციის და ქიმიისადმი ინტერესის გაზრდაზე. რაც მთავარია, ტესტურ დავალებებში, რომელიც აგებული იყო თეორიული ქიმიის და საყოფაცხოვრებო ქიმიას შორის კავშირებზე, მოსწავლეებმა აჩვენეს უფრო კარგი აკადემიური შედეგები, რაც ქიმიის ტრანსფერული ცოდნის გააქტივებას უკავშირდება.

  • 2018.08.15
  • პედაგოგიური რეფლექსია, პრაქტიკა და გამოცდილება
  • თამარ ტალიაშვილი
  • რეფლექსია პედაგოგიური პრაქტიკა, მასწავლებლის პროფესიული განვითარება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

       თანამედროვე  სამეცნიერო  ლიტერატურასა  და  პრაქტიკაში  რეფლექსიის  აქტუალიზება  უკავშირდება  განათლების  სისტემაში  მიმდინარე ცვლილებებს. დღეს ექსპერტები  თანხმდებიან  იმაზე, რომ სწავლების  ხარისხის ამაღლება  გრძელვადიანი  პერსპექტივით  ეფუძნება  ინოვაციური მიდგომების კვლევას ,რაც  მასწავლებლის კომპეტენციების  შემუშავების განუყოფელი  ნაწილია. ამ პროცესის შუალედური  რგოლი  რეფლექსიაა, რომელიც   განსაკუთრებულ  დატვირთვას იძენს  საპროექტო-შემოქმედებით  კონტექსტში.

     პრობლემაა:

    1.რამდენად აისახება  ეს კონცეფცია  ჩვენს საუნივერსიტეტო  პროგრამებში;

    2.რამდენად მაღალია  მასწავლებლის პროფესიული განვითარების  მოტივაცია  სკოლებში ;

    1. რამდენად არსებობს   განათლების სისტემაში მზაობა სისტემური  და ლოკალური ცვლილებებისთვის.
  • 2019.01.11
  • ქართულ კონტექსტში მასწავლებელთა თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები და მათი მართვის შესაძლებლობები
  • ს. ლობჟანიძე, მ. კირვალიძე.
  • თანამშრომლობითი კულტურა, ურთიერთსწავლება, პროფესიული ზრდა, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    მასწავლებლის სოციალური კაპიტალის დადებითი ეფექტი დადასტურებულია  კვლევების შედეგად. კვლევები გვიჩვენებს, რომ მასწავლებელთა თანამშრომლობა ამაღლებს მათ პროფესიონალიზმს და ხელს უწყობს თანამოაზრეთა გუნდის შექმნას. თანამშრომლობის პროცესისგან ყველა მასწავლებელი იღებს სარგებელს გამოცდილების, ფილოსოფიის და თვითშეფასების დონის მიუხედავად. მასწავლებლების ჩართულობა თანამშრომლობით აქტივობებში აღრმავებს მათ თვითეფექტიანობას. ასევე დადასტურებულია, რომ თანამშრომლობით გარემოში მასწავლებელი პოზიტიურად არის განწყობილი საქმისადმი, რაც ხელს უწყობს კადრების შენარჩუნებას მასწავლებლის პროფესიაში.

    წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია ქართულ კონტექსტში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები და მათი მართვის შესაძლებლობები. კერძოდ, განხილულია სკოლის ბაზაზე არსებული თანამშრომლობის ფორმებისა და გარედან შემოთავაზებული პროგრამების (სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა და დაწყებითი განათლების პროექტი - G-PriEd)  წარმატებისა და წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორები.

    The factors affecting the cooperation among teachers in the Georgian context and their management possibilities

    Positive effect of the teacher’s social capital has been confirmed as a result of studies. Studies show that teacher collaboration increases their professionalism and promotes creating a team of like-minded colleagues.

    All teachers benefit from the collaboration process, regardless of experience, philosophy and the level of self-evaluation. The involvement of teachers in cooperation activities increases their self-efficiency. It is also confirmed that in the collaborative environment teachers have a positive attitude towards the job, which encourages them to stay in the teaching profession.

    The present article presents the factors affecting the cooperation among teachers in the Georgian context and their management possibilities. Namely, there are discussed the factors of success and failure of school based collaboration activities and external programs of professional development (School Based Teacher Professional Development Program and Georgia Primary Education Project - G-PriEd).

    Keawords: Collaborative culture, co-teaching, professional development, school based teacher professional development.

     

  • 2019.01.14
  • დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება სკოლაში
  • დავით მალაზონია,ნინო ჭიაბრიშვილი
  • დემოკრატიული მოქალაქეობა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, სწავლის სტილი, სწავლების თანმიმდევრულობა და უწყვეტობა.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    წარმოდგენილი სტატია ეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარების საკითხს. ეს უკანასკნელი  საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა და გაცხადებულია განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში.  

    2017 წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განხორციელებული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების (დმკ) გაზომვა, მათზე მოქმედი ფაქტორების გავლენების იდენტიფიცირება, მოსწავლეთა დმკ-ს კორელაცია მათივე მოქალაქეობრივ აქტიურობასთან, მოსწავლეებში დემოკრატიული მოქალაქეობის განმავითარებელი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების შემუშავება.

    კვლევის შედეგების ანალიზით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია: საზოგადოებრივად სასარგებლო და სხვა სახის არასასკოლო საქმიანობაში მოსწავლეთა ჩართულობის დაბალი დონე; მათი პასიურობა სკოლის/კლასის მართვასა და უშუალოდ სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა სასკოლო/საკლასო ინიციატივების ფრაგმენტულობა და სხვ.

    კვლევამ დაადასტურა, რომ საჭიროა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საკლასო/სასკოლო ინიციატივების მიმართ სკოლის ფორმალისტური დამოკიდებულება შეიცვალოს ამ პროცესებში მოსწავლეთა გააზრებული და აქტიური მონაწილეობით; ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დემოკრატიული მოქალაქეობის უწყვეტი სწავლება მრავალფეროვანი ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო მოდელების გამოყენებით ხელს შეუწყობს აზროვნების ახალი წესის ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სამყაროში ფუნქციონირებასთან დაკავშირებული უფლებებისა და პასუხისმგებლობების კრიტიკული გაგებისა და რეალიზებისთვის. 

     

    Abstract

    The presented article refers to the development of democratic citizenship at the secondary school. The latter is a task of state importance for Georgia and is declared in the documents that define education policy.

    The objective of the research carried out in 2017 was to identify: the competencies of democratic culture (CDC) in high school students,  the factors that influence those competencies, the  correlation of students CDC with their civic activism and to develop the models for formal and informal education supporting CDC in students.

    Analysis of the research results revealed a number of problematic trends, such as low level of involvement of students in socially useful and other extracurricular activities, their passiveness in  school/class management and in learning process generally, lack of students' school/class initiatives, etc.

    The research has confirmed that the formalistic attitude of the school towards socially useful activities of students, the student's self-governance, and their classroom/school initiatives should be replaced with the thoughtful and active participation in these processes.

    Continuous development of democratic citizenship with a variety of formal and informal educational models will create a new formae mentis, which is essential for the critical understanding and realization of the rights and responsibilities connecting with the living and functioning in a democratic world.

  • 2019.01.16
  • პროფესიული დეფორმაციისა და რეფლექსიის კავშირი საჯარო სკოლის მასწავლებლებში
  • მ. გამეზარდაშვილი
  • მასწავლებელთა პროფესიული დეფორმაცია, სისტემური რეფლექსია, კვაზირეფლექსია, ინტროსპექცია.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    განათლების თანამედროვე სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებებს. ამ ცვლილებების პარალელურად იზრდება მოთხოვნები მასწავლებელთა მიმართ. ბუნებრივია, მუდმივი ცვლილებები და გაზრდილი მოთხოვნები გარკვეულ სირთულეებს იწვევს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას განვითარების პროცესში მყოფი ადამიანების, ბავშვების სწავლებისა და აღზრდის  მოვალეობა წარმოადგენს, რაც მასწავლებლებისგან მაღალ აკადემიურ, ორგანიზაციულ, კომუნიკაციურ და სხვა პროფესიულ კომპეტენციებს მოითხოვს. საქმიანობის ამ რთულ გზაზე მასწავლებლები ზოგჯერ  პროფესიული გადაწვის მსხვერპლნი ხდებიან,  თავს იჩენს ე.წ. „პროფესიული დეფორმაცია“, რაც  გულისხმობს მე-ს დესტრუქციულ ცვლილებებს, რომელიც პროფესიული გარემოსა და პირობების ზეგავლენით არის გამოწვეული და უარყოფითად ზემოქმედებს და გავლენას ახდენს მოსწავლეზე და სასწავლო პროცესზე. პროფესიული დეფორმაციის პრევენციასა და კორექციაში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია რეფლექსიის უნარის სათანადო დონეზე ფლობას. ეს არის  ერთგვარი შინაგანი დიალოგი, რომელიც, ერთის მხრივ,    საკუთარი  მე-ს  განცდების,  ფიქრებისა  და  ქმედებების  გააზრებასა და   ანალიზს, მეორეს მხრივ  კი,   სხვისი   შინაგანი   სამყაროს ხედვის შესაძლებლობას გულისხმობს.  ჩვენი კვლევის მიზანს სწორედ აღნიშნული ორი კონსტრუქტის, პროფესიული დეფორმაციისა და რეფლექსიურობის ურთიერთმიმართების გამოვლენა წარმოადგენს.  სტატიაში მოცემულია კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების თვისებრივი ახსნის მცდელობები.

    Abstract

     

    Modern system of education is under constant changes. In parallel to these changes demands towards teachers are increasing. Constant changes and increased demands naturally cause some difficulties. In addition with this, the notable challenge for teachers is responsibility to teach and educate human beings, children who are in development process, that requires from teachers to have high standards of academic, organizational, communicational and other professional competencies.  Educator should permanently assess the existing threats and explore the ways effectively tackle the challenges. Throughout this difficult journey teachers might become the victims of professional burnout, so called “professional deformation” becomes apparent, what implies destructive changes in personality which is resulted by the influence of professional environment and conditions and  influences school children and learning process. Having an adequate reflection skill can play an important role in prevention and correction of professional deformation. This is somewhat an internal dialogue, which implicates at one hand the analysis and reflection of personal emotions, thoughts and behavior and on the other hand the ability to see inner world of others.  The goal of our research is to find out correlation between those two constructs professional deformation and reflection. Article attempts to qualitatively analyze and explain the research outcomes.

     

    Key Words: Professional Deformation of Teachers, Systemic Reflection, Quasi-reflection, Introspection.

  • 2019.01.31
  • საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა და უწყვეტი პროფესიული განათლება საქართველოში
  • ნ. ბაღათრიშვილი, მ.კაპანაძე
  • მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა; პრაქტიკული კვლევა; პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“; პროექტი ARTiST
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

     

    რეზიუმე

    სტატია ეფუძნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის  SALiS მიერ განხორციელებულ ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამისა და ერაზმუსის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს „ჯაჭვური რეაქცია“ და “ARTiST”. სტატიაში განხილულია „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი იყო პროექტში მონაწილე სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების დამოკიდებულებებისა და მიდგომების ცვლილებების შესწავლა გრძელვადიანი (ერთწლიანი) პროფესიული განვითარების პროგრამის პროცესში და ერაზმუსის პროექტი “ARTiST”, რომლის მიზანია პრაქტიკული კვლევის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა.

    საკვანძო სიტყვები: მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა; პრაქტიკული კვლევა; პროექტი „ჯაჭვური რეაქცია“; პროექტი ARTiST

     

    Abstract

    The article is based on “Chain Reaction” and “ARTiST”, the projects  carried out  within the framework of Erasmus and the 7th Framework Program of the European Commission, implemented by SALiS – Science Education Research Centre  at Ilia State University. The article deals with the educational research carried out as part of the project “Chain Reaction”, the main purpose of which was to study and evaluate the changes in the attitudes and approaches of science teachers after participating in the long-term (one-year) Inquiry-Based Professional Development Program and in the Erasmus project “ARTiST”, which involves conducting Action Research and the promoting its development.

     

  • 2019.01.31
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება უწყვეტი განათლებისათვის.
  • დარიკო ხვედელიძე
  • საგანმანათლებლო ტექნოლოგია, • მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; . • კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა;,თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში ,„
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადაპტაციის ნორმალურ პირობებს. ტექნიკური პროგრესი მოითხოვს, განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს სიახლეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს სწავლების მეთოდები და მიდგომები. როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვამ დააჩქარა სწავლების პროცესი და აამაღლა მისი ხარისხი, თვისებრივად შეცვალა  სწავლების პროცესი და შედეგი:

    - ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან;

    - გამოიწვია მოსწავლეთა ახალი უნარების განვითარება;

    - მოახდინა სასწავლო დროის ეკონომია;

    მზა წყაროებზე დაყრდნობით შეივსეს ცოდნა და შეძლეს კვლევა-ძიების  დამოუკიდებლად წარმართვა.

    შედეგად, მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ არა მხოლოდ გართობის მიზნით, არამედ იმ ცოდნის  შესაძენად, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ და განავითარებენ. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც მეცნიერულ კვლევათა პროდუქტი, არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადამიანის ადაპტაციის ნორმალურ პირობებს.

  • 2019.03.13
  • ,,აჰა ეფექტი“–წარმატებული სწავლის საფუძველი
  • თამარ შანიძე
  • საკვანძო სიტყვები: ,აჰა ეფექტი“, გაზეპირება, თამაში, ასოციაცია, კრეატიულობა
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    სტატიაში წარმოდგენილი მასალა ღირებულია  განათლების მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრებისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, ასევე სასწავლო მეთოდიკითა და პრაქტიკით დაინტერესებული პირებისთვის. ავტორის მიზანია პრაქტიკული პედაგოგიკის ირგვლივ არსებული პრობლემების დაძლევა. კერძოდ, უცხო ენაში გაზეპირების მეთოდის მახასიათებელი რთული გარემოს განტვირთვა და სახალისო აქტივობებით უცხო ენის დაუფლება. კვლევის პროცესისა და უცხოური ლიტერატურის განხილვის საფუძველზე გამოიკვეთა მიდგომები, რომლებიც უზრუნველყოფს გაზეპირებისა და დაძაბვის გარეშე აღსაზრდელები თამაშ–თამაშით დაეუფლონ უცხო ენას. სტატიაში აქცენტირებულია ის მეთოდები, რომლებიც განაპირობებენ ,,აჰა ეფექტით“ ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანას, განხილულია აგრეთვე ამ ეფექტის ფსიქოლოგიური თავისებურებები და პრაქტიკაში წარმატებულად გამოყენების პერსპექტივა. წარმოდგენილი მეთოდოლოგიის გამოყენების შედეგად მარტივადაა შესაძლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულება და პარალელურად მოსწავლეთა ინტერესები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.

     

    Abstract

    The material presented in the article is valued for bachelor's, master's and practicing teachers in the direction of education, as well as those who are interested in learning method and practice. The author's aim is to overcome the problems around practical pedagogy. Specifically, to unload the language from the characteristics of the method of learning by heart and to learn foreign language through fun activities. Based on the research process and the review of foreign literature, approaches have been demonstrated to ensure that children without tense and learning by heart method can master foreign languages through playing. The article emphasizes the methods that determine taking information in long-term memory by "aha effect", as well as the psychological peculiarities of this effect and the prospect of being successful in practice. Because of the proposed methodology, it is possible to fulfill the objectives of the National Curriculum and at the same time, the interests of pupils are maximally taken into consideration.

  • 2019.03.26
  • კვლევის საჭიროება საბუნებისმეტყველო დისციპლინებში
  • ხათუნა გოგალაძე
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კვლევა.,უწყვეტი განათლება
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    უწყვეტი განათლება საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ბუნებრივია ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მასწავლებლისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას, არამედ ინტელექტუალური მოთხოვნებისა და ინტერესების  დაკმაყოფილებას. უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის კი აუცილებელი საჭიროებების დადგენა. მასწავლებელმა უნდა  შეძლოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და მიზანმიმართულად მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს კვლევას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კვლევებზე დაყრდნობით  გათვალისწინებულ უნდა იქნას მოსწავლეთა ინტერესი შესაბამისი  მასალის თუ  მეთოდიკის მიწოდებისას, რაც გააუმჯობესებს სწავლის პროცესს.

     

    Abstract

    Uninterrupted  education is an integral part of the educational system. It encompasses the possibility of education for all lifetime. Naturally, this is a deliberate action that involves not only the qualification improvement and professional development for teachers  but also the satisfaction of intellectual requirements and interests. Determining the necessities is needed for continuous professional growth. The teacher should be able to introduce new methods of teaching and adapt them to the needs of pupils. Research has   a significant role in this field. Based on studies in natural sciences, the interest of pupils should be taken into consideration in dissemination of   the relevant material or methodology that will improve the learning process.

  • 2019.04.03
  • ემოციურ ინტელექტს, დაჟინებულობასა და თვითრეგულაციის უნარს შორის ურთიერთკავშირების კვლევა იუნკრებში
  • ნ. გაბლიშვილი
  • საკვანძო სიტყვები: ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია, დაჟინებულობა, იუნკერი.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მყოფ იუნკრებში ემოციური ინტელექტის, თვითრეგულაციისა და დაჟინებულობის ურთერთმიმართების კვლევა.

    კვლევაში მონაწილეობდა ჯამში 170 იუნკერი. აღმოჩნდა, რომ 20 და მეტი წლის ასაკის იუნკრებს თვითკონტროლის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, 18-19 წლის  იუნკრებთან შედარებით. ასევე, უფროსი ასაკის იუნკრებს ზოგადი ემოციური ინტელექტის მაჩვენებლებიც უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, უმცროსასაკიანებთან შედარებით. ეს ყველაფერი ადასტურებს მოსაზრებას, რომ არაკოგნიტური კონსტრუქტები გავარჯიშებადია და დინამიკაში ვითარდება.

    ემოციური ინტელექტის ასპექტთან - კარგად ყოფნის განცდასთან (Well-being) სუსტ, მაგრამ დადებით კორელაციაში აღმოჩნდა მიზანდასახულობა (r=.207 p<0.01) და თვითრეგულაციის ხანმოკლე უნარი (r=.205 p<0.01), ხოლო ხანგრძლივი უნარი, კარგად ყოფნის გენერალიზირებულ განცდასთანაა შედარებით ძლიერ კავშირში (r=.445 p<.01)

    თვითრეგულაცია დადებით კავშირში აღმოჩნდა დაჟინებულობის და მიზანდასახულობის ნიშანთან, როგორც ხანმოკლე (r=.476 p<0.01), ასევე გრძელვადიან (r=.507 p<.01) პერსპექტივაში.

    Resume

    The aim of this study is to explore the relationship between emotional intelligence, self-regulation and persistence of cadets at the National Defense Academy.

     In total 170 cadets participated in the study. It was found, that 20-years old cadets and beyond have higher rates of self-control than the cadets age of 18-19. Also, the level of general emotional intelligence of the elder cadets is higher compared to the  younger adults. All above-mentioned confirms, that non-cognitive frames are trainable and develops dynamically.

    In terms of emotional intelligence, the well-being was found to be in a weak but in  a positive correlation with grit (r = .207 p <0.01) and short-term self-regulation (r = .205 p <0.01), as for the long-term skill, it was associated with a general feeling of well-being. Is relatively strong (r = .445 p <.01)

    Self-regulation was found to be positively correlated with grit, both, in a short- (r = .476 p <0.01) and long -term perspective (r = .507 p <.01).

    Keywords: Emotional Intelligence, Self-Regulation, Persistence,  cadet.

  • 2020.05.13
  • თანამედროვე გამოწვევები და მცირეკონტინგენტიანი სკოლის კლას-კომპლექტები
  • მანანა ბოჭორიშვილი
  • კლას-კომპლექტი, მცირე კონტინენტიანი სკოლა, სწავლა-სწავლება, პროფესიული განათლება.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    საქართველომ  საკუთარი კანონმდებლობით  და საერთაშორისო ვალდებულებებით უნდა უზრუნველყოს  ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი  განათლების ხელმისაწვდომობა.

       მნიშვნელოვანია განვიხილოთ რა მდგომარეობაა საქართველოს  ღარიბი   სოფლების მცირეკონტინგენტიან სკოლებში  არსებულ კლას-კომპლექტებში  გაეროს მდგრადი  განვითარების მეოთხე მიზნთან მიმართებაში.  რომელიც ითვალისწინებს -  ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას ყველასთვის.

       ეროვნული სასწავლო გეგმის ბოლო სამი  რედაქციის  შედარებითი ანალიზიდან იკვეთება რომ   ბოლო რედაქცია  ბევრად უფრო მოქნილია  გაეროს მდგრადი  განვითარების მეოთხე მიზნის შესრულების თვალსაზრისით - თითოეული  სკოლის, კლასის, ბავშვის  დონეზე.

      ჩატარებული კვლევიდან, რომელიც  ღარიბ სოფლებში მცირეკონტინგენტიანი  სკოლების კლას-კომპლექტის მასწავლებლების ჩაღრმავებულ ინტერვიუებს და მოსწავლეთა მშობლების  ფოკუსჯგუფების მასალებს ეყრდნობა ნათლად იკვეთება  პრობლემები  გაეროს მდგრადი  განვითარების მეოთხე მიზნის შესრულებასთან მიმართებაში.    პრობლემები  განპირობებულია: მოწყვლადი ჯგუფების სიღარიბით, სკოლის მწირი რესურსებით; პედაგოგთა პროფესიული განვითარების არათანაბარი ხელმისაწვდომობით, მასწავლებელთა და მშობელთა  უიმედობით.

       მნიშვნელოვანია   კომპლექსური  ინტერვენციები რაც დადებითად აისახება, როგორც  ღარიბი  სოფლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ასევე ასეთ სოფლებში არსებული სკოლების  მატერიალურ და პროფესიულ გაძლიერებაზე.

     

                              

    Georgia must ensure with normative acts, that every child has an access to high-quality education.

    It is important with regard to UN sustainable development 4th goal, which aims to create an opportunity for inclusive, continuous, and equal education for everyone, to consider the situation in vulnerable villages with multi-age classrooms located in sparsely populated regions.

    The comparative analysis of the last three edition of  National  Curriculum  (2007, 2011, 2017) emphasizes, that the last edition of the above-mentioned document is more adapt to the 4th goal of sustainable development statement from UN, because it covers all levels of primary education level - every school, every class and every child.

    According to conducted research, which analyzed data gained from interviews with teachers and from focus groups held with parents of multi-age classrooms in vulnerable villages consisted of few members, there are reasons to be concerned about the implementation of the 4th goal of sustainable development approach of UN.

    The problems are determined by the poverty of vulnerable groups, inappropriately unequipped schools, inequality of access to teachers development programmes, the hopelessness of teachers and parents.

    It is important to support complex initiatives, which will improve the economic condition of vulnerable villages as well as empower schools with material and human resources.

  • 2017.11.08
  • აქვს თუ არა გავლენა სასწავლო გარემოს მოსწავლეების კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე
  • უშანგი ჩირგაძე
  • მიღწევის მოტივაცია, კრეატიულობა, კვაზი-ექსპერიმენტული ჯგუფთაშორისი სქემა, სკოლა, სასწავლო გარემო.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    რეზიუმე:

    ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა  მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და, შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად  განიცდის ცვლილებებს.

    ამ ცვლილებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სკოლის სასწავლო გარემო წარმოადგენს, რომელიც ცალსახად ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურსა და სოციალურ ასპექტებს.

    დღესდღეობით სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სკოლა აქტიურად ცდილობს მიმდინარე პროექტების მეშვეობით მოსწავლეებში ადრეულ ასაკშივე იზრუნოს კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, თუმცა აქვს თუ არა გავლენა ამ აქტივობებს მოსწავლეების მიღწევის მოტივაციაზე, დაუდგენელია.

    კვლევაში გამოყენებულ იქნა კვაზი-ექსპერიმენტული ჯგუფთაშორისი სქემა.

    ჩვენი კვლევის მიზანია, შევისწავლოთ:

    H1 ახდენს თუ არა გავლენას განსხვავებული სასწავლო გარემო მოსწავლეების კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე.

    H2 განსაზღვრავს თუ არა მაღალი კრეატიულობის ხარისხი მოსწავლეებში მაღალი მიღწევის მოტივაციას.

    ძირითადი საძიებო სიტყვები: მიღწევის მოტივაცია, კრეატიულობა, კვაზი-ექსპერიმენტული ჯგუფთაშორისი სქემა, სკოლა,  სასწავლო გარემო.

     

    Whether a different learning environment affects student’s creativity and achievement motivation

     

    Abstract

     

    Within the last decade, modern educational system is facing a number of challenges and therefore, permanent   changes are happening in different directions.

    One of the key factors of these changes is the school learning environment that is definitely a wide concept, implying physical, psychological and social aspects.

    Nowadays, many private or public schools are actively trying to develop students’ creative skills at early ages through the participation in running projects, though the effect of such activities on students’ achievement motivation is not proved.     

    Study methodology: Quasi-experimental inter-group scheme was applied in the study.   

    The goal of the study:  The goal of the study is to find out:

    H1- Whether a different learning environment effects student’s creativity level and achievement motivation 

    H2- Whether a high degree of student’s creativity defines high achievement motivation

    Key words:  achievement motivation, creativity, quasi-experimental inter-group scheme, school, learning environment

  • 2021.11.08
  • ვის ვესაუბრებით? -აუდიტორიის შესწავლის მექანიზმები
  • ნატო ასათიანი
  • აუდიტორიის შესწავლა, დემოგრაფიული სურათი, ფსიქოგრაფიული მონაცემები, საჯარო გამოსვლა.
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1
  • რეზიუმე:

    ნებისმიერი კომუნიკაციის წარმატების მთავარი წინაპირობაა, ვიცოდეთ ვის ვესაუბრებით და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავაგოთ ჩვენი სათქმელი. ამგვარი მიდგომით მარტივდება ყველაფერი - სწავლა-სწავლების პროცესით დაწყებული, ბიზნეს-ურთიერთობებით დამთავრებული.

    სტატია პასუხობს შემდეგ კვლევით კითხვას: როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი სათქმელი აუდიტორიას. ამასთან, გვიჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, კარგად გავაანალიზოთ ჩვენი აუდიტორიის მახასიათებლები, როგორ უნდა მოვახდინოთ აუდიტორიაზე ფოკუსირება და  როგორ შევაგროვოთ დემოგრაფიული თუ ფსიქოგრაფიული მონაცემები, რათა შევძლოთ ჩვენი სათქმელის ადრესატამდე მიტანა.  კვლევის მეთოდად გამოყენებულია სამაგიდე კვლევა, რომლის საშუალებითაც შეჯერებულია მსოფლიო პრაქტიკა და ავტორის პირადი გამოცდილება. სტატიის ბოლოს თავმოყრილია რეკომენდაციები, რომელიც გაუადვილებს მკითხველს საჯარო გამოსვლისთვის მზადების პროცესს.

    The key to every communication’s success is knowing who the audience is. Only according to this information, we should develop our speech. This approach makes the whole process much more manageable - from teaching to learning and business communication.

    The article shows that vitally important is to analyze the specifications of the audience. It shows how should we be much more focused on the audience, and how to collect demographic and psychographic data. 

     

  • 2022.07.04
ნომერი