+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • გამჭოლი კომპეტენციები - თეორიიდან პრაქტიკამდე

  • ნესტან რატიანი
  • გამჭოლი კომპეტენციები, ღირებულებები, ინდოქტრინიზაცია, საერთაშორისო ბაკალავრიატი
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:
  • რეზიუმე:

    იდეალურია, როდესაც ადამიანებს საერთო ღირებულებები გააჩნიათ, მაგრამ ცხოვრება საწინააღმდეგოს გვიჩვენებს - ეს ერთი შეხედვითაა, რომ ღირებულებები უნივერსალურია, ადამიანები იზიარებენ მათ და ყველანაირად ცდილობენ, ისე მოიქცნენ, რომ ამ ღირებულებებს არ უღალატონ. სინამდვილეში დაპირისპირებას სწორედ განსხვავებული ღირებულებები იწვევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ღირებულებები მეტწილად შეხედულებებს ეფუძნება. თუკი ღირებულებები შენობაა, შეხედულებები ამ შენობის ასაშენებლად გამოყენებული საშენი მასალაა. შეხედულებები ყველაზე ცვალებადი რამაა. შეხედულებები მომდინარეობს წარსული გამოცდილებიდან, შეხედულებებზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, გარემო, რომელშიც აღვიზარდეთ, წრე, რომელშიც ვტრიალებთ, რა გვესმის, რას ვხედავთ, რას ვკითხულობთ. გვიყალიბდება შეხედულებები და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხედულებები უტყუარია. უმეტესად ვერც ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ ეს შეხედულებები მცდარია. ვიცვლით გარემოს, ვიცვლით წრეს და იცვლება ჩვენი შეხედულებებიც. თავად ვრწმუნდებით, რომ მანამდე რაც ჭეშმარიტი გვეგონა, მცდარი აღმოჩენილა. ზოგჯერ კი ვერც ვაცნობიერებთ, ისე ვრჩებით მცდარ შეხედუ-ლებათა ტყვეობაში. განათლება უნდა დაგვეხმაროს ისეთ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც კი არ გვაპირისპირებს, არამედ გვაერთიანებს. მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი საფრთხე: განათლება არ დაემ-სგავსოს და არ გადაიქცეს ინდოქტრინიზაციად. რაც არ უნდა მართებული, დროში გამოცდილი იყოს ღირებულებები, თუკი არ ვასწავლით დავსვათ შეკითხვა „რატომ“ და არა პირდაპირ ჩავუდებთ თავში „რა“-ს, ხვალ შეხე-დულებების შეცვლა მარტივად შეარყევს ღირებულებებსაც. ამიტომაც განათლების სისტემა უნდა ცდილობდეს დანერგოს ისეთი მიდგომა, როდე-საც ღირებულებებს კი არ ვასწავლით, არამედ, როდესაც შევეცდებით, დავაფიქროთ ღირებულებებზე; ჩვენ კი არ უნდა ვუნერგავდეთ ღირებუ-ლებებს მოსწავლეს, უნდა ვცდილობდეთ, ისეთი გარემო შევქმნათ, რომელშიც მოსწავლეები თავად ჩამოიყალიბებენ მართებულ შეხედულე-ბებს და ამ შეხედულებებზე დაფუძნებით თავად შექმნიან ღირებულებათა სისტემას.

  • ეს მოხსენება რამდენიმე მაგალითით რომ არ დავიწყო, შესაძლოა, ძალიან გამიჭირდეს სათქმელისთვის თავის მოყრა, რადგან საკითხი, რომელსაც უნდა შევეხო თავად არის საკმაოდ წინააღმდეგობრივი. როდესაც ღირებულებებზე  და, მით უმეტეს, განათლებასთან მის კავშირზე ვიწყებთ ფიქრს და საუბარს, შეიძლება გამოუცდელი ორატორის როლში აღმოვჩნდეთ და იმის ნაცვლად, რომ აუდიტორიას თანმიმდევრულად ავუხსნათ ჩვენი სათქმელი, როგორი სწორი აქცენტებიც არ უნდა დავსვათ, როგორი დარწმუნებულებიც არ უნდა ვიყოთ ამ სათქმელის სისწორეში, გაგვიჭირდეს აზრებისთვის თავის მოყრა და ამით თავგზა უფრო ავუბნიოთ მსმენელებს.

     როდესაც აქ გამოსვლისთვის ვემზადებოდი და მოხსენებას ვწერდი, თავადაც ავღელდი, როგორც კი აღმოვაჩინე, რომ თითქოს კარგად ნაცნობმა თემამ და საკითხებმა, მას შემდეგ, რაც ჩავუღრმავდი, განსხვავებული მიმართულებით წამიყვანეს. საკითხში ჩაღრმავება და იმავდროულად სხვა, მანამდე შეუმჩნეველი საკითხების წინ წამოწევა ერთდროულად ხდებოდა. ასე რომ, საშიშროების წინაშე რომ არ აღმოვჩენილიყავი და მსმენელი არ გამეწბილებინა, სათქმელი ჯეროვნად რომ ვერ გამოვთქვი და ის ყველაფერი სათანადოდ ვერ გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა, გადავწყვიტე, ცოტა შორიდან დამეწყო. ამიტომ მაპატიეთ, თუკი მოხსენება მაგალითებით გადატვირთული მოგეჩვენებათ. მე ლიტერატურის მკვლევარი ვარ, სკოლაშიც, ცოდნის თეორიასთან ერთად, ლიტერატურას ვასწავლი და ასეთ დროს დასახმარებლად, მაგალითის სახით, მხოლოდ ლიტერატურის და ცხოვრებისეული ამბების მოხმობა შემიძლია.

     

    ვრცლად

     

     

  • 2017.10.05
ნომერი