მოზარდების სასწავლო მოტივაციის ტიპებისა და სწავლის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა
უმცროსი და უფროსი მოზარდების სწავლის წამყვანი მოტივებისა და ხელშემწყობი ფაქტორების კვლევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელი იქნება განათლების სპეციალისტებისთვის საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კვლევის ობიექტები არიან უმცროსი (12-15 წელი) და უფროსი (15-18 წელი) ასაკის მოზარდები, რომლებიც სწავლობენ ქ. თბილისის სკოლებში. კვლევის ტიპი გახლდათ რაოდენობრივი და თვისებრივი.
რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობა მიღო 200-მა მოსწავლემ, თვისებრივში კი 32-მა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ უმცროსი და უფროსი მოზარდებისთვის სწავლის პროცესში წამყვანია სოციალური და სწავლის - როგორც სოციალური საჭიროების გაცნობიერების მოტივები. ამავდროულად, უმცროსი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია - ცოდნის პრესტიჟულობა ოჯახში, ხოლო უფროსი მოზარდებისთვის შემეცნებითი ინტერესების არსებობა.
კვლევამ აგრეთვე ცხადყო, რომ უმცროს მოზარდებს სწავლაში დახმარებას უწევს ჯგუფებში, თანატოლებთან ერთად მუშაობა, სკოლაში მეგობრული ატმოსფეროს არსებობა, მშობლების მხრიდან მხარდაჭერა. ხოლო, უფროსი მოზარდების აზრით, მათ სწავლაში დახმარებას უწევს ყურადღების კონცენტრაცია სასწავლო შინაარსზე, კონკურენტუნარიანი კლასი, სახელმძღვანელოებში მეტი მაგალითებისა და ნაკლები უცნობი ტერმინების არსებობა, პრაქტიკული მეცადინეობები, გაკვეთილებზე თვალსაჩინოებების გამოყენება, ღია გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთებენ პრეზენტაციას და მოიპოვებენ აღიარებას.
Annotation
The study of the type and motivation factors of junior and senior adolescents is important for determining which type of motivation is leading in adolescents. Results obtained from the study can be used to improve the quality of teaching and learning in the basic-middle level of education sciences.
The research participants are junior and senior adults: juniors ranging from 12 to 15, seniors ranging from 15 to 18, who study in Tbilisi schools. The type of research was quantitative and qualitative.
In the quantitative research 200 students and in qualitative research 32 students had taken part.
The study revealed that junior and senior adolescents have different type of motivation. In particular, for junior adolescents prestige in the family and for senior adolescents intellectual interests are dominant. However, social motive and the motivation for understanding the social needs are important for both groups.
The study also revealed that there are different ways to support junior and senior learners. Junior adolescents learn better from group work and personal factors, such as the purpose and self-confidence, friendly environment in the school and the parents' help contribute to learning. As a hindering factor, junior adolescents consider the content of the book, where limited information is presented.
Favorable factors or senior adolescents are focus on the content, competitive environment and for better learning more examples fewer unknown terms in the books are necessary for them. In addition, supporting factors for learning are more and more practical exercises, the use of illustrations by the teacher, experiments, open lessons, where students would be able to make presentations in in front of the audience and receive their recognition.
შესავალი
მოზარდობის ასაკში განვითარების ყველა სფერო განიცდის მკვეთრ ცვლილებას. ცვლილებები ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე შემეცნებით და სოციალურ-პიროვნულ სფეროებს.
მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 16-19 წლამდე და იყოფა უმცროსი და უფროსი მოზარდობის პერიოდებად. უმცროსი მოზარდობა მოიცავს პერიოდს 10-11 წლიდან 15 წლამდე, უფროსი მოზარდობა კი 15 წლიდან 19 წლამდე.
გარდამავალი ასაკის ბავშვების სწავლება და აღზრდა გაცილებით მეტ სირთულესა და სიძნელესთან არის დაკავშირებული, ვიდრე უმცროსი სასკოლო ასაკის. ბავშვის მოწიფულობაში გადასვლის პროცესი მეტად რთული და მრავალფეროვანია, რადგან იგი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან, ცხოვრების და ქცევის პირობების შეცვლასთან.
მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვან ცვლილებებს აქვს ადგილი სასწავლო-შემეცნებითი მოტივების განვითარებაშიც. მოტივები, რომლებსაც წამყვანი ადგილი ეკავათ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აქტივობაში, მოზარდისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. გარდატეხის ასაკში სწავლის მოტივაციას აქვს ორგვარი და ხშირად პარადოქსული ხასიათი. ერთი მხრივ, ხდება სწავლის მოტივაციის შემცირება, რაც იხსნება იმით, რომ მოზარდს უჩნდება ცხოველი ინტერესი სკოლის გარეთ არსებული გარემოს მიმართ, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება სოციალური ურთიერთობები, რაც, თავის მხრივ, არის განვითარების მნიშვნელოვანი და დადებითი ფაქტორი.
ამავდროულად, აღნიშნული პერიოდი სენზიტიურია სწავლის ახალი, მოწიფული მოტივაციის ფორმირებისთვის, სადაც მოზარდს უჩნდება თვითგანვითარებისა და თვითაქტუალიზაციის სურვილი. სწავლა მოზარდისთვის პიროვნული აზრის მატარებელი ხდება (დუბროვინა ი, 2007, 412).
მიიჩნევა რომ უმცროს მოზარდებთან წამყვანია კლასში გარკვეული ადგილის დამკვიდრების მოტივი. მათ სურთ მოიპოვონ თანატოლების აღიარება. მოზარდების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია შეფასების მიღების მოტივი და არა ცოდნის მიღების მოტივი. უფროს მოზარდებთან კი მეტად იჩენს თავს სასწავლო საგნებისადმი დიფერენცირებული ინტერესი. ეს ერთი მხრივ, განპირობებულია ჭეშმარიტი შემეცნებითი ინტერესებით და მეორე მხრივ, პრაგმატული ინტერესით (უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა) (მელიქიშვილი მ, 2013, 36).
ძირითადი ნაწილი
კვლევის მიზანს წარმოადგენდა უმცროსი და უფროსი მოზარდების მოტივაციის ტიპის და სწავლის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა. რათა განგვესაზღვრა, თუ რა აღძრავთ მოსწავლეებს სწავლისკენ და რა ეხმარება მათ სწავლის პროცესში.
ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზები:
გავაანალიზეთ რა სხვადასხვა ავტორთა შრომები (თ. გოგიჩაიშვილი, ი. დუბროვინა, ფ. რაისი) რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტად შევარჩიეთ ე. ლეპეშოვას „მოტივაციის საკვლევი კითხვარი“. კითხვარი შესაძლებლობას იძლევა გამოვავლინოთ მოტივაციის წამყვანი ტიპები. კითხვარს თან ახლავს სკალები, რომლითაც შესაძლებელია ინდივიდის, კლასის, თუ კოჰორტის შედეგების დათვლა. თითოეულ სკალას აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
სკალა 1 - კლასში ცოდნის პრესტიჟულობა;
სკალა 2 - სწავლის პრესტიჟულობა ოჯახში;
სკალა 3 - შემეცნებითი ინტერესები;
სკალა 4 - მიღწევის მოტივაცია;
სკალა 5 - სოციალური აღიარება თანაკლასელების მხრიდან;
სკალა 6 - სოციალური აღიარება მასწავლებლების მხრიდან;
სკალა 7 - სოციალური აღიარება მშობლების მხრიდან;
სკალა 8 - დასჯის შიში სკოლის მხრიდან;
სკალა 9 - დასჯის შიში მშობლების მხრიდან;
სკალა 10 - სოციალური საჭიროების გაცნობიერება;
სკალა 11 - სოციალური მოტივი;
სკალა 12 - არაფორმალურ აქტივობათა მოტივაცია;
სკალა 13 - თვითრეალიზაციის მოტივი.
მოზარდების სწავლის ხელშემწყობი ფაქტორები ვიკვლიეთ ფოკუს-ჯგუფის მეთოდით. გამოვიყენეთ ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი.
დადგენა იმისა, თუ მოტივაციის რომელი ტიპი დომინირებს უმცროს და უფროს მოზარდებში, რა ინტერესები აქვთ მათ და რა უწყობთ ხელს მათ სწავლაში საშუალებას მოგვცემს, რომ სამომავლოდ შევიმუშაოთ რეკომენდაციები პედაგოგებისთვის, ასევე მოზარდების სწავლის მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით.
კვლევის მონაწილეები
კვლევა ჩატარდა ქ. თბილისის 3 სკოლაში. კვლევის მონაწილეები არიან უმცროსი (7-9 კლასები) და უფროსი (10-12 კლასები) მოზარდები. რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 200-მა მოსწავლემ. ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობა მიიღო 32-მა მოსწავლემ. სულ ჩავატარეთ 4 ფოკუს-ჯგუფი.
კვლევის მონაწილეთა ასაკი: კვლევის მონაწილეთა ასაკი იყო 12-დან 18 წლამდე. უმცროსი მოზარდებისა 12-15 წელი, უფროსი მოზარდებისა კი 16-18 წელი.
კვლევის მონაწილეთა სქესი: კვლევაში მონაწილეთა - 55,5% (111) მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 44,5% (89) მამრობითი სქესის წარმომადგენელი.
უმცროსი მოზარდები 60% (120)
უფროსი მოზარდები 40% (80)
კვლევის შედეგების აღწერა და ანალიზი
აღწერითი სტატისტიკური მონაცემების გამოსავლენად მონაცემები დამუშავდა SPSS 20-ვერსიით.
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ძირითადი მოტივაციის ტიპები, რომლებიც წამყვანია უმცროს და უფროს მოზარდებში. ასევე, ის მოტივაციის ტიპები, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია უმცროს და უფროს მოზარდებში (იხ. ფიგურა N1).
ფიგურა N1
უმცროს და უფროს მოზარდებს შორის სანდო განსხვავება გამოიკვეთა შემდეგ სკალებში:
სკალა 4 - მიღწევის მოტივაცია (Sig=0,021),
სკალა 9 - დასჯის შიში მშობლების მხრიდან (Sig=0,002);
სკალა 13 - თვითრეალიზაციის მოტივი (Sig=0,035).
სამივე სკალაზე უმცროსმა მოზარდებმა უფრო მაღალი მონაცემები უჩვენეს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:
უმცროს მოზარდებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა:
უმცროს მოზარდებში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა:
უფროს მოზარდებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა:
უფროს მოზარდებში ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა:
კვლევის შედეგების ანალიზიდან ასევე გამოიკვეთა განსხვავება სქესის და ასაკის მიხედვითაც. მოტივაციის იმ ტიპებში, რომლებშიც უფროს და უმცროს მოზარდ გოგონებს ყველაზე დიდი სხვაობა ჰქონდათ.
დასკვნა
მონაცემების დამუშავების შედეგად, მივიღეთ საინტერესო მონაცემები. პირველ ჰიპოთეზაში მოცემული მოსაზრება, რომ უმცროს და უფროს მოზარდებს სწავლის განსხვავებული მოტივაცია აქვთ, ნაწილობრივ დადასტურდა. ვინაიდან, უმცროს და უფროს მოზარდებთან სწავლის ორი წამყვანი მოტივი მსგავსი აღმოჩნდა. ორივე ჯგუფს სწავლისკენ აღძრავს სოციალური მოტივი და სწავლის, როგორც სოციალური საჭიროების გაცნობიერება. განსხვავებული კი ის არის, რომ უმცროს მოზარდებთან წამყვან მოტივად გამოიკვეთა - სწავლის პრესტიჟულობა ოჯახში, უფროს მოზარდებთან კი - შემეცნებითი ინტერესები.
როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, მოსწავლეებს სწავლისკენ აღძრავთ სასწავლო პროცესში თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. რაც გარდატეხის ასაკის მოსწავლეთა ზოგად თავისებურებას წარმოადგენს და ხელს უწყობს არა მხოლოდ სასწავლო პროცესს, არამედ მოზარდის სოციალურ-პიროვნულ განვითარებას. ხოლო, სწავლის სოციალური საჭიროების გაცნობიერება - როგორც წამყვანი მოტივი გვიჩვენებს, რომ თანამედროვე მოზარდები განათლების მიღებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რაც თანამედროვე სამყაროში განათლების მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამავდროულად, ის განსაკუთრებით გამოკვეთილია უფროს მოზარდებთან, რომელთათვისაც სწავლა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების, სამომავლოდ კარიერის მოწყობის საშუალებად აღიქმება.
რაც შეეხება განსხვავებას, უმცროს მოზარდებში წამყვანი არის სწავლის პრესტიჟულობა ოჯახში. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ უმცროსი მოზარდებისთვის მშობლების სწავლისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ უფროს მოზარდებთან წამყვან მოტივებს შორის გამოიკვეთებოდა შემეცნებითი მოტივები, ვინაიდან სხვადასხვა ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ უფროს მოზარდებს კონკრეტული დისციპლინისადმი ინტერესი მეტად აღძრავთ სწავლისკენ.
უმცროს და უფროს მოზარდთა სწავლის ხელშემწყობი ფაქტორებიც თითქმის მსგავსი აღმოჩნდა, რითაც ჩვენი ჰიპოთეზა მხოლოდ ნაწილობრივ დადასტურდა.
კერძოდ, უმცროსი მოზარდების აზრით, სწავლაში მათ ეხმარება იმგვარი პიროვნული ფაქტორები, როგორებიც არის მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა, მეგობრული გარემო და მშობლების მხრიდან დახმარება, დისკუსიები და ჯგუფური სამუშაოები გაკვეთილებზე. ხელისშემშლელი ფაქტორები კი არის სახელმძღვანელოებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა.
უფროსი მოზარდების აზრით, სწავლაში ხელისშემწყობი ფაქტორია ყურადღების კონცენტრაცია სასწავლო შინაარსზე, ძლიერი, კონკურენტუნარიანი კლასი, პრაქტიკული მეცადინეობები, მასწავლებლების მიერ თვალსაჩინოებების გამოყენება, ექსპერიმენტების, ღია გაკვეთილების ჩატარება, პრეზენტაციების გაკეთება და საკუთარი ნამუშევრის წარდგენა აუდიტორიის წინაშე, მათი მხრიდან აღიარების მოპოვება. ხელისშემშლელ ფაქტორად კი სახელმძღვანელოებში მაგალითების ნაკლებობას და ბევრი უცხო ტერმინის არსებობას ასახელებენ.
ჩატარებული კვლევის შედეგები საინტერესო და აქტუალურია საგანმანათლებლო სისტემისთვის, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ რეკომენდაციები პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის, რათა მოვახდინოთ მოზარდების სწავლის მოტივაციის ამაღლების/შენარჩუნების ხელშეწყობა.
კვლევის სუსტი მხარე: კვლევის სუსტი მხარეა შერჩევის სიმწირე და ხელმისაწვდომობა. სასურველია კვლევა ჩატარდეს რეგიონებშიც, კვლევის ფართო შედეგების მისაღებად.
ლიტერატურა: