+995 577 55 53 59 jes.org.ge@gmail.com თბილისი, საქართველო, სანდრო ეულის ქ. 5
  • სამეცნიერო წყაროების მოძიებისა და შეფასების კრიტერიუმები აკადემიური ნაშრომის შექმნის პროცესში

  • .პატარიძე, მ.გიორგაძე, თ.საბაური
  • აკადემიური ნაშრომი, წყაროების მოძიება, წყაროების შეფასებ
  • ტომი: 1
  • ნომერი: 1




  • ავტორის რეკვიზიტები:

     

    ს. პატარიძე, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, კორპ.413. თბილისი. salome.pataridze@iliauni.edu.ge

     

    მ. გიორგაძე, ი. უჩანეიშვილის ქ. # 14. 0162 თბილისი. madona_giorgadze@iliauni.edu.ge

     

    თ. საბაური, მეგობრობის გამზირი 15-55, 3700 რუსთავი. tinatinsabauri@yahoo.de

  • რეზიუმე:

    ნაშრომი წარმოადგენს გზამკვლევს ახალბედა მკვლევართათვის, ვისაც სურს აკადემიური ნაშრომის შექმნა. მასში გაეცნობით რეკომენდაციებს, რომლებიც გამოგადგებათ წყაროების მოძიებისა და შეფასების პროცესში. წყაროს ხარისხის განსაზღვრა მოითხოვს კრიტიკულ მიდგომას, რადგან წყაროს კრიტიკული შეფასება ნებისმიერი დასრულებული სამცნიერო ნაშრომის ბაზისია და სწორედ აკადემიურ წყაროებს ეფუძნება ავტორის შეხედულებები/ მოსაზრებები და კვლევის დებულების არგუმენტები. წინამდებარე სტატიის მიზანია, სამეცნიერო ნაშრომისთვის წყაროთა ძიების სტრატეგიების დასახვა, მოპოვებული ინფორმაციის აკადემიური მახასიათებლების დადგენა და მათი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა.

    Summary

     

    Evaluating the quality of research sources involves critical attitude, as the critical evaluation of research sources is a foundation of writing any scientific paper, developing approaches/ideas by the author and finding scientific arguments in support of the research hypothesis. The purpose of this article is to discuss various strategies for finding research resources, define academic characteristics of obtained information and determine effective ways of using research resources.

     

  • შესავალი

    ჩვენ მუდმივად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და ამ ცვალებადობას ინფორმაციის გენერირებისა და გავრცელების მზარდი ტემპი, საინფორმაციო არხების მზარდი რაოდენობა და  ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელება განაპირობებს. ამიტომ დღეს ნებისმიერ სფეროში  მნიშვნელოვანი გამოწვევა გონივრული და მიზანმიმართული არჩევანის გაკეთებაა. ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში იჩენს, სადაც ძირითადი პრობლემა იმის განსაზღვრის უნარია, თუ რამდენად სასარგებლო, რელევანტური და სანდოა შეთავაზებული/მოძიებული ინფორმაცია. შესაბამისად,  მოძიებული ინფორმაციის მოზღვავებასთან ერთად იზრდება იმის აუცილებლობაც, რომ შემუშავდეს აკადემიურ წყაროთა დადგენის სტრატეგიები, რადგან დამწყები მკვლევრები/სტუდენტები საკვლევ თემაზე მუშაობისას  უმეტესწილად პირველ ჯერზე მოძიებულ ინფორმაციას  იყენებენ,  რაც  სამეცნიერო  ნაშრომის  აკადემიურობას  ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომ ძირითადი კითხვები, რომელიც დამწყებ მკვლევარს შეიძლება გაუჩნდეს, შემდეგნაირად ფორმულირდება: როგორ გავუმკლავდეთ ამ  გამოწვევას და როგორ შევარჩიოთ სა­ჭირო ინფორმაცია წყაროთა უზარმაზარი რაოდენობიდან?

    სამეცნიერო მუშაობა კომპლექსური პროცესია, რომელიც იწყება საკვლევი საკითხის დასმით, სანდო წყაროთა მოძიებით, შეფასებით და დახარისხებით. წყაროს ხარისხის განსაზღვრა მოითხოვს კრიტიკულ მიდგომას, რადგან წყაროს კრიტიკული შეფასება ნებისმიერი დასრულებული სამცნიერო ნაშრომის ბაზისია და სწორედ აკადემიურ წყაროებს ეფუძნება ავტორის შეხედულებები/ მოსაზრებები და კვლევის დებულების არგუმენტები.

    წინამდებარე სტატიის მიზანია, სამეცნიერო ნაშრომისთვის წყაროთა ძიების სტრატეგიების დასახვა, მოპოვებული ინფორმაციის აკადემიური მახასიათებლების დადგენა და მათი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრა.

     ძირითადი ნაწილი

     წყაროს შეფასება

     

    საკვლევ  საკითხთან  შესაბამისობა                                  წყაროს სანდოობა წყაროს მოძიების  სტრატეგიები

     

    კვლევისთვის შესაფერისი წყაროები რომ მოვიპოვოთ, მათი ძიება უნდა იყოს მიზანმიმართული და დაგეგმილი. თავდაპირველად მოძიების სტრატეგიების განხორციელებისათვის შემდეგ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი:

     

    რას?  რა?  სად?  როგორ?

    თემა: რას ვეძებ? - საჭიროა თემის ასპექტის გამოკვეთა და ძიების მიზნების დადგენა;

     

    მასალა: რა მჭირდება? -გამოქვეყნებული ლიტერატურის სახეობის დადგენა, მათი გამოქვეყნების დროსა და ადგილზე ყურადღების გამახვილება;

     

    ძიების მიმართულება: სად ვეძებ?- ძიების საშუალებების განსაზღვრა: კატალოგები, მონაცემთა ბაზები, სამეცნიერო  ელ.ბაზები...

     

    მეთოდები: როგორ ვეძებ?- ძიების სტრატეგიის გაანალიზება და არჩევა (Hienerth, Huber, Süssenbacher 2009, 76)

    გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წყაროთა ძიების მეთოდების ეფექტიანობა და მისი მნიშვნელობა დამოკიდებულია ავტორის წინარე ცოდნაზე, საკვლევ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის რაოდენობასა და სახეობებზე, ასევე კვლევის მიზნებზე. ინფორმაციის ძიების მეთოდთაგან ყველაზე გავრცელებულია ბიბლიოგრაფიული კვალის გაყოლა (ზვავის მეთოდი)- აქტუალურ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი ძიება, როგორიცაა დარგობრივი ნაშრომები და მათში დასახელებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხა (ბიბლიოგრაფია) შეიძლება გახდეს ახალწყაროთა მოძიების საუკეთესო გზა. ყოველი მომდევნო მოძიებული წყაროს ბიბლიოგრაფიის საკვლევ საკითხთან შესაძლო რელევანტურობა ამ მეთოდის ეფექტურობას განსაზღვრავს.

    აღნიშნული მეთოდის უარყოფით მხარედ მისი რეტროსპექტული ბუნება შეიძლება მივიჩნიოთ. თუ ბიბლიოგრაფიაში დასახელებული წყაროები მოძველებულია, მონაცემთა ბაზა მათი გადამოწმების საუკეთესო გამოსავალია.

     

    წყაროს ტიპების მახასიათებლები და მათი გამოყენების შესაძლებლობები

     

    მოძიებულ წყაროთა სისტემატიზაცია, წყაროთა სახეობების მიხედვით, იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ კორელაციაშია საკვლევი თემა კვლევის სფეროსთან (არსებობს თუ არა მასზე სამეცნიერო წყაროები). გამოიყოფა წყაროს შემდეგი ტიპები: სახელმძღვანელო, დარგის ჟურნალი, კრებული და სხვა.

    ცხრილში მოცემულია დასახელებულ წყაროთა მახასიათებლები და გამოყენების შესაძლებლობები კვლევით ნაშრომში.

     

    წყაროს სახეობა

    ტიპური მახასიათებლები

    წყაროს გამოყენების

    შესაძლებლობა

    ზოგადი სახელმძღვანელო

    მთავარი თემის შესახებ ფართო ანალიზი.                              დამუშავებული წყაროები შეიძლება შედარებით მოძველებული იყოს, თუმცა შემდეგი წყაროების მოსაძიებლად მნიშვნელოვანია.

    მეტწილად სანდოა, თუმცა კონკრეტულ            შემთხვევებში სანდოობის ხარისხი  გადამოწმებას

    საჭიროებს

    დასახელებული თემებისაგან საკვლევი        თემის ამორჩევა

    დარგის სახელმძღვანელო

    კვლევის კონკრეტული სფერო მიმოხილულია                  დარგის სპეციალისტების მიერ.

    მეტწილად სანდოა, თუმცა კონკრეტულ            შემთხვევებში სანდოობის ხარისხი  გადამოწმებას

    საჭიროებს

    თემა          შესაძლოა კონკრეტული

    სფეროდან შეირჩეს

    სამეცნიერო

    რეფერირებადი

    ჟურნალები/გაზეთები

    გადმოგვცემენ უახლესი კვლევის შედეგებს.   სამეცნიერო,

    აქტუალური,   მაღალხარისხიანი,

    შესაძლებელია, სპეციფიკური

    ცოდნის კონკრეტულ

     

     

    სხვა          მკვლევართა            მიერ

    თემასთან

    რეფერირებული სტატიები

    დაკავშირებით

     

    თავმოყრა, რომელიც

     

    მოიცავს      როგორც

     

    თეორიულ,      ასევე

     

    ემპირიულ მიგნებებს

    კრებული

    მასში წარმოდგენილია სხვადასხვა

    შეიძლება

     

    ავტორთა   მიერ                    განსხვავებული

    გადაიხედოს

     

    პერსპექტივებითა                     და

    კვლევის სხვადასხვა

     

    მეთოდოლოგიური                                     მიდგომებით

    მიმართულება     და

     

    დამუშავებული,                                     სადისკუსიო

    გამოიკვეთოს

     

    თემები. ისინი გაერთიანებულია

    დისციპლინის ერთი

     

    ერთ კრებულში, შინაარსობრივად

    ასპექტი

     

    ერთმანეთთან         დაკავშირების

     

     

    გარეშე.

     

     

    მეტწილად      სანდოა,      თუმცა

     

     

    კონკრეტულ                                   შემთხვევებში

     

     

    სანდოობის ხარისხი გადამოწმებას

     

     

    საჭიროებს

     

    სამეცნიერო

    თემა          ყოველმხრივ           არის

    შესაძლოა

    შრომები(მონოგრაფია,

    შესწავლილი       და         საკვლევ

    კონკრეტულ თემაზე

    დისერტაცია, სამაგისტრო

    საკითხთან            დაკავშირებით,

    შეგროვდეს

    ნაშრომი)

    კვლევის                        აქტუალურ

    სპეციფიკური ცოდნა

     

    მდგომარეობას  წარმოაჩენს.

    (თეორიული ცოდნა

     

    მეტწილად      სანდოა,      თუმცა

    და                ემპირიული

     

    კონკრეტულ                                   შემთხვევებში

    მიგნებები)

     

    სანდოობის ხარისხი გადამოწმებას

     

     

    საჭიროებს

     

     

    ენციკლოპედია

    ცნებათა მოკლე განმარტებები. მეტწილად სანდოა, თუმცა კონკრეტულ            შემთხვევებში სანდოობის ხარისხი  გადამოწმებას

    საჭიროებს

    კვლევისთვის საკვანძო       ცნებების მოძიება

    მოხსენება

    „ახალი ცოდნა“, რომელიც სადისკუსიოდ არის გამოტანილი- სპეციფიკური                                             სფეროს მრავალმხრივი კვლევა

    მეტწილად სანდოა, თუმცა კონკრეტულ            შემთხვევებში სანდოობის ხარისხი გადამოწმებას

    საჭიროებს

    შესაძლოა

    სპეციფიკური ცოდნა კონკრეტულ თემაზე შეგროვდეს და

    შემდეგ                           მისი სიღრმისეული

    შესწავლა მოხდეს

    ტელევიზია, ყოველკვირეული/დღიური გაზეთები

    აქტუალური

    აქტუალური, პრაქტიკული პრობლემების გამოკვეთა (მონაცემებზე

    დაყრდნობით)    და მეცნიერულ კონტექსტში

    გადატანა

    ინტერვიუები ექსპერტებთან

    შინაარსი სუბიექტურია და მათი ვალიდურობა         ძნელად გადამოწმებადი

    გამოუქვეყნებელ ცოდნასთან

    ხელმისაწვდომობის

    შესაძლებლობა

    ინტერნეტი

    შინაარსი     ხშირად      რთულად

    გადამოწმებადია       ან     საერთოდ გადაუმოწმებელი

    შესაძლებელია

    საჯარო    მონაცემთა მოპოვება,                           ასევე

     

     

     

    სამეცნიერო

    ელ.ბაზებისა        და კატალოგების გამოყენება

     

     

    წყაროს მეცნიერულობის ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ფასდება, მათ შორის მნიშვნელოვანია ობიექტურობა, შინაარსის სანდოობა, დამაჯერებლობა და სისწორე, წყაროს ავტორიტეტულობა, ორიგინალურობა, აღქმადობა და ა.შ. ჩამოთვლილი მახასიათებლები შესაძლებელია ოთხ მთავარ კრიტერიუმში გაერთიანდეს :

    1. ავტორი;
    2. თემა;
    3. წყარო ;
    4. შინაარსი.
    • ავტორი- სფეროს სპეციალისტი ბიბლიოგრაფიის ანალიზით შეიძლება დადგინდეს. ხშირად, ასეთ ავტორთა რიცხვს მიეკუთვნებიან ,,კლასიკოსი ავტორები“- მკვლევრები, რომლებმაც საკითხები პირველებმა იკვლიეს, დამწყები მკვლევრებიდან კი ყურადღება მათზე უნდა გამახვილდეს, რომლებიც ცდილობენ საკითხს ახალი ცოდნა შესძინონ და არ გაიმეორონ აღიარებული დარგის

    „კლასიკოსები“ (Preißner 2012, 71). ავტორის სანდოობის  შესაფასებლად  შეიძლება დაისვას შემდეგი კითხვები: რა ვიცით ავტორის შესახებ? აქვს მას აკადემიური ტიტული? მუშაობს თუ არა ის სამეცნიერო დაწესებულებაში? საკვლევ  თემასთან დაკავშირებით დასახელებულია თუ არა ავტორის სახელი?

    • თემა - კრიტერიუმი განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია საკვლევ

    თემას და კვლევის შეკითხვებს; რამდენად კომფორტული იქნება ნაშრომისთვის მოძიებული ინფორმაციის გამოყენება. სათაურში, ქვესათაურებში ან ბიბლიოგრაფიაში  უნდა  ჩანდეს საკვანძო ცნებები (კვლევა, თეორია, მეთოდი და ა.შ)

    • წყარო-წყაროს შეფასებისთვის ყურადღება ექცევა,        სად არის გამოქვეყნებული

    ინფორმაცია. ძირითადად მიჩნეულია, რომ სამეცნიერო მუშაობისას უმჯობესია დარგის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების გამოყენება, რადგან მათში სამეცნიერო დისკუსიების უმნიშვნელოვანესი ნაწილია თავმოყრილი და აქტუალური, ხელმისაწვდომი ცოდნაა დოკუმენტირებული. წყაროს ანალიზისას გამომცემელი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ვინაიდან ინსტიტუცია, რომელიც

     

    ინფორმაციას აქვეყნებს, წყაროს ხარისხზეც მეტყველებს. მაღალხარისხიან გამოცემებში სტატია გამოქვეყნებამდე ანონიმურ რეცენზირებას გაივლის/გ ა დ ი ს  დარგის სპეციალისტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდება. ამ ინფრმაციის გათვალისწინება ეხმარება ავტორს იმის განსაზღვრაში, რომ გამოცემაში მეთოდოლოგიურად და შინაარსობრივად გაუმართავი ნაშრომები გაფილტრულია. სამეცნიერო სფეროებში ის მკველვრები მიიჩნევა ყველაზე ღირებულად, რომელთა ციტირების მაჩვენებელი მაღალია,  აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისთვის  მნიშვნელოვანია /მიზანშეწონილია  ციტირების მონაცემთა ბაზების შემოწმება. თანამედროვე ეტაპზე ქართული  რეალობისთვის ორი ყველაზე გავლენიანი ბაზაა ხელმისაწვდომი : Scopus, მასში გაერთიანებულია ციტირების მაჩვენებელი 1995 წლიდან  დღემდე, Thomson Reuters-ის ფარგლებში Journal Citation Reports, რომელიც გვთავაზობს  მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების სისტემურ, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას ციტირების მონაცემების საფუძველზე 2006  წლიდან  დღემდე.

    • შინაარსი- წყაროს ფორმატი ხშირად მის სანდოობაზე მიგვითითებს. პირველ

    რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს ბიბლიოგრაფიაზე. წყარო გამოყენებული ინფორმაციის ნუსხის გარეშე ეჭვს ბადებს , თუ რამდენად ცნობილია ავტორისთვის კვლევის აქტუალური მდგომარეობა. სამეცნიერო კვლევისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომელ თეორიულ საფუძვლებზე დაყრდნობით ქმნის მკვლევარი ტექსტს. თუ ავტორი წყაროთა დამუშავებას სერიოზულად ეკიდება, აუცილებელია დამოწმებები ნაშრომში. ტექსტობრივი დამოწმებები  ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას იძლევა და წყაროს ობიექტურობის ნიშანია. მოძიებულ ნაშრომში გამოკვეთილი უნდა იყოს კონკრეტული კვლევის საკითხი, რომელიც აქტუალურ და ღირებულ წყაროებს ეფუძნება. წყაროს სტრუქტურა მის ხარისხზე მეტყველებს, რადგან სტრუქტურირებული ნაშრომი ინფორმაციის აღქმას ამარტივებს და, შესაბამისად, მკითხველისთვის ავტორის მიდგომები ნათელი ხდება , მაგალითად: რომელ მეთოდს იყენებს ავტორი, რა არის კვლევის მიზანი, სამეცნიერო წყაროების მიმოხილვა საკვლევი თემის რელევანტურია თუ არა და ა.შ.

    დასკვნა


    ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილი წყაროთა მოძიებისა და შეფასების კრიტერიუმები დიდწილად განსაზღვრავს სამეცნიერო ნაშრომის ხარისხს,  ამიტომ შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვან  დახმარებას  გაუწევს  ავტორებს  აკადემიური   ნაშრომის  შექმნის   პროცესში:

    • პირველწყაროს მოძიება და შედარება ობიექტურობის დადგენის ყველაზე ეფექტური და საიმედო მეთოდია;
    • ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია სხვადასხვა საძიებო სისტემებში;
    • სტატიის/ნაშრომის ავტორის სტატუსი და კომპეტენტურობა წყაროს სანდოობის დადგენის ყველაზე ეფექტური ინდიკატორია.

    გამოყენებული ლიტერატურა

     

    1. Franck, N. und J.Stary. 2013. Die Technik wissenschaftlichen Arbeitens: Eine praktische Anleitung. Aufl. Berlin: Schöningh.
    2. Hienerth, C. Huber, B. und D. Süssenbacher. 2009. Wissenschaftliches Arbeiten kompakt. Bachelor- und Masterarbeit erfolgreich erstellen. Wien:
    3. Preißner, A. 2012. Wissenschaftliches Arbeiten. Internet nutzen – Text erstellen – Überblick behalten. Berlin: De
    4. Rost, F. 2012. Lern- und Arbeitstechniken für das Studium. Auflage. Berlin: Springer.
    5. Theisen, M. R. 2013. Wissenschaftliches Arbeiten. Erfolgreich bei Bachelor- und Masterarbeit. München: Franz Vahlen
  • 2018.03.09
ნომერი
მსგავსი სტატიები