მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსების დინამიკა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები
ნატალია ინგოროყვა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
კვლევის მიზანი: წინამდებარე ნაშრომის მიზანია 2018–2025 წლების პერიოდში საქართველოში მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსების განვითარების დინამიკის შესწავლა და ანალიზი. კვლევა ფოკუსირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერების სტატუსის ცვლილებაზე და მიმოიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პლატფორმაზე (mediatsigniereba.ge) და პროფესიულ-პედაგოგიურ პორტალზე (mastsavlebeli.ge) განთავსებული რესურსების შინაარსობრივ და ფუნქციურ თავისებურებებს.
მეთოდოლოგია: კვლევა ეფუძნება თვისებრივ სამაგიდე კვლევას (Qualitative Desk Research) კონტენტ-ანალიზისა და შედარებითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით. მონაცემების ვალიდურობა დაცულია ტრიანგულაციის მეთოდით.
მიგნებები: ანალიზმა აჩვენა, რომ მედიაწიგნიერება საქართველოში გამჭოლი კომპეტენციიდან პრიორიტეტულ, ფორმალიზებულ საგანმანათლებლო მიმართულებად ჩამოყალიბდა. რესურსების ევოლუციის თვალსაჩინო მაგალითია მასწავლებლის წიგნი -„ციფრული ტრანსფორმაცია, თანამედროვე გაკვეთილები“(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2025წელი),საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2023 წელს გამოცემული წიგნი-„მედიაწიგნიერების გაკვეთილები“, ასევე, eTwinning-ის პროექტები, რომლებიც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ, კოლაბორაციულ შემოქმედებად გარდაქმნიან. გამოიკვეთა რესურსების რაოდენობრივი ზრდა (45%) და ფოკუსის გადატანა ხელოვნური ინტელექტის (AI) ეთიკაზე.
დასკვნა: კვლევა ადასტურებს, რომ მედიაწიგნიერების სწავლება საქართველოში გადავიდა სისტემურ ეტაპზე, რაც აისახა სპეციალური სახელმძღვანელოების შექმნასა და ესგ-ში მის ფორმალურ აღიარებაში. კვლავ გამოწვევად რჩება საგნობრივი რესურსების მრავალფეროვნება.
საკვანძო სიტყვები:
მედიაწიგნიერების პოლიტიკა; სასწავლო რესურსები; ეროვნული სასწავლო გეგმა; პროფესიული პედაგოგიური პლატფორმები; AI-წიგნიერება
Abstract
Research Objective:
This paper aims to examine and analyze the dynamics of the development of media literacy educational resources in Georgia during the period from 2018 to 2025. The study focuses on changes in the status of media literacy within the National Curriculum and highlights the specific characteristics of materials published on the platforms of the Georgian National Communications Commission (https://mediatsigniereba.ge/) and the professional pedagogical platform Mastsavlebeli (https://mastsavlebeli.ge/).
Methodology:
The research is based on qualitative desk research, employing content analysis and comparative analysis methods. Data validity is ensured through the triangulation method.
Findings:
The analysis reveals that media literacy in Georgia has evolved from a cross-cutting competence into a priority, formally recognized educational domain. Notable examples of resource development include The Teacher’s Book 2025 and eTwinning projects, which transform theoretical knowledge into practical, collaborative, and creative activities. A quantitative increase in resources (45%) was identified, along with a noticeable shift in focus toward the ethics of artificial intelligence (AI).
Conclusion:
The study confirms that media literacy education in Georgia has entered a systemic stage, reflected in the development of dedicated textbooks and its formal recognition within the National Curriculum. However, the limited diversity of subject-specific resources remains a significant challenge.
Keywords:
media literacy policy; educational resources; National Curriculum; professional pedagogical platforms; AI literacy.
საკითხის აქტუალობა
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის ნაკადი გლობალური ქსელების მეშვეობით წამიერად ვრცელდება, მედიაწიგნიერება აღარ განიხილება როგორც მხოლოდ დამხმარე უნარი; მედიაწიგნიერება უკვე ჩამოყალიბდა დემოკრატიული საზოგადოების მდგრადობისა და ინდივიდის უსაფრთხოების ფუნდამენტურ გარანტად. UNESCO-ს (2021) მედია და საინფორმაციო წიგნიერების (MIL) ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, კრიტიკული აზროვნება და მედიასთან ეთიკური ინტერაქცია გადამწყვეტია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოს კონტექსტში, მედიაწიგნიერების აქტუალობას აძლიერებს მისი სტატუსის ცვლილება ეროვნული სასწავლო გეგმის პირველ, მეორე და მესამე რედაქციაში. თუ 2018 წელს იგი განიხილებოდა როგორც გამჭოლი კომპეტენცია, 2024-2025 წლებიდან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო მიმართულებად ჩამოყალიბდა და არჩევითი საგნების ჩამონათვალში შევიდა.
წინამდებარე კვლევა აქტუალურია, რადგან მიზნად ისახავს, შეისწავლოს მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსების დინამიკა და განსაზღვროს, რამდენად პასუხობს არსებული მასალები თანამედროვე პედაგოგიურ და ტექნოლოგიურ სტანდარტებს და სწრაფ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. რესურსების სისტემური ანალიზი საშუალებას მოგვცემს, გამოვკვეთოთ ის სფეროები, რომლებიც ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერების ეფექტიან ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში დასმულია შემდეგი კვლევითი კითხვები:
კვლევის მიზანია 2018–2025 წლების პერიოდში საქართველოში მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსების განვითარების დინამიკის შესწავლა და ანალიზი, კერძოდ - კომუნიკაციების ეროვნული კომისია https://mediatsigniereba.ge/ და პროფესიულ-პედაგოგიურ https://mastsavlebeli.ge/ პლატფორმებზე განთავსებული მასალების შინაარსობრივი, ფორმატული და პედაგოგიური თავისებურებების შედარება, მათი შესაბამისობის შეფასება თანამედროვე საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სტანდარტებთან, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ეპოქის გამოწვევებთან.
კვლევის მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:
მედიაწიგნიერების გააზრება აკადემიურ დისკურსში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრეულ ეტაპზე ბაკინგემი (Buckingham, 2019) ხაზს უსვამდა მედიის, როგორც ტექსტის, კრიტიკულ ანალიზს, თუმცა ციფრულმა ტრანსფორმაციამ საჭირო გახადა „ახალი წიგნიერების“ (New Literacies) კონცეფციის შემოტანა. ლანკშირი და კობელი (Lankshear & Knobel, 2011) ამტკიცებენ, რომ თანამედროვე რესურსები უნდა ფოკუსირდეს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებაზე, არამედ, მონაწილეობითი კულტურის (Participatory Culture) მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების მოწყობის მოდელის ჩამოყალიბებაზე.
საგანმანათლებლო რესურსების ხარისხობრივ დინამიკას განსაზღვრავს იუნესკოს (UNESCO, 2021) „მედია და საინფორმაციო წიგნიერების“ (MIL) ჩარჩო, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ალგორითმულ წიგნიერებასა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკას. ევროპული კვლევები (Livingstone et al. 2023) მიუთითებენ, რომ რესურსების ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ მულტიმედიურობაზე. აღნიშნული მოდელები პირდაპირ აისახება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა https://mediatsigniereba.ge/ და https://mastsavlebeli.ge/- ს პრაქტიკაში, სადაც ტრადიციულ ტექსტებს ანაცვლებს ინტერაქტიური გზამკვლევები და მასწავლებლის, როგორც კონტენტის, თანაშემოქმედის როლი.
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაწიგნიერების რესურსების ეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია მათ სტრუქტურულ მოდელთან. ფინეთის „ჰოლისტური მიდგომა“ (Kupiainen, 2018) და ესტონეთის „ციფრული გამძლეობის“ (Pansu et al. 2022) მოდელი წარმოადგენენ საუკეთესო ნიმუშებს, სადაც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია ეროვნულ კურიკულუმში და მნიშვნელოვანია პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული „დაცვითი“ (Protectionist) და „შემოქმედებითი“ (Empowerment) მიდგომების დაპირისპირებისას, რენე ჰობსი (Hobbs, 2017) ამტკიცებს, რომ რესურსები უნდა გადავიდეს, „რა ვიცით“ პრინციპიდან, „რის გაკეთება შეგვიძლია“ პრინციპზე. IREX-ის კვლევამ „Learn to Discern“ (L2D) დაადასტურა, რომ ინტერაქტიური რესურსები 70%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მეთოდები.
კრიტიკული პედაგოგიკის თეორია (Freire, 1970) და თანამედროვე კვლევები (Kellner & Share, 2019) მოითხოვენ რესურსებში ფაქტების გადამოწმებისთვის (Fact-checking) კონკრეტული ინსტრუმენტების არსებობას. 2023 წლიდან ჩნდება „AI-წიგნიერების“ (AI Literacy) ცნება (Long & Magerko, 2020), რაც გულისხმობს ალგორითმულ გამჭვირვალობას (Vuorikari et al. 2022). საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, თუმცა პორტალი https://mastsavlebeli.ge/ უკვე გვთავაზობს პედაგოგიურ ჩარჩოს გენერაციული AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT) სწავლების პროცესში ინტეგრირებისთვის.
წინამდებარე კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს სოციალური კონსტრუქტივიზმი (Vygotsky, 1978). ამ თეორიის მიხედვით, მედიაწიგნიერების რესურსები განიხილება, როგორც სოციალური მედიატორები, რომლებიც ეხმარებიან მოსწავლეს ინფორმაციული ქაოსიდან ცოდნის კონსტრუირებაში. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება ეს მიდგომა, რათა შეფასდეს, რამდენად უწყობს ხელს შესწავლილი რესურსები მოსწავლის დამოუკიდებელ, კრიტიკულ ძიებას.
საერთაშორისო ლიტერატურის მიმოხილვა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ:
წინამდებარე ნაშრომი ეფუძნება თვისებრივ სამაგიდე კვლევას (Qualitative Desk Research), რომელიც იყენებს კონტენტ-ანალიზისა და შედარებითი ანალიზის მეთოდებს. კვლევის დიზაინი მიმართულია მედიაწიგნიერების რესურსების ევოლუციური დინამიკის იდენტიფიცირებაზე.
კვლევის ობიექტად შეირჩა ორი წამყვანი ქართული საგანმანათლებლო და მარეგულირებელი პლატფორმა:
შერჩევა განხორციელდა მიზნობრივი შერჩევის პრინციპით, რადგან აღნიშნული პლატფორმები წარმოადგენენ საქართველოში მედიაწიგნიერების რესურსების გენერირების წყაროებს.
კვლევა მოიცავს 2018-2025 წლების პერიოდს. მონაცემთა შეგროვებისთვის გამოყენებულია პლატფორმების საძიებო სისტემები, საკვანძო სიტყვებით: „მედიაწიგნიერება“, „დეზინფორმაცია“, „ფაქტების გადამოწმება“, „ხელოვნური ინტელექტი“.
თვისებრივი ანალიზისთვის მასალები დაიყო შემდეგ კატეგორიებად:
კვლევის ვალიდურობა დაცულია ტრიანგულაციის მეთოდით - მონაცემები შედარებულია როგორც ორ სხვადასხვა პლატფორმას შორის, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან (UNESCO MIL ჩარჩო). ყველა გამოყენებული წყარო ციტირებულია APA 7 სტანდარტის შესაბამისად.
პლატფორმების - https://mastsavlebeli.ge/-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა და https://mediatsigniereba.ge/ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია - შესწავლის შედეგად გამოიკვეთა რესურსების განვითარების მკაფიო დინამიკა, რომელიც რამდენიმე საკვანძო ასპექტად შეიძლება დაიყოს:
კვლევამ აჩვენა, რომ მედიაწიგნიერების შესახებ მასალების გამოქვეყნების სიხშირე პირდაპირ კავშირშია გლობალურ და ლოკალურ კრიზისებთან.
ანალიზმა გამოკვეთა არსებითი სხვაობა ორ პლატფორმას შორის, რაც კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენს:
|
ინდიკატორი |
Mastsavlebeli.ge (პედაგოგიური) |
Mediatswitieri.ge (ComCom) |
|
ფოკუსი |
მეთოდოლოგია და საგნობრივი ინტეგრაცია. |
უნარების პრაქტიკული ტესტირება და ცნობიერება. |
|
ფორმატი |
ანალიტიკური სტატიები, გაკვეთილის მოდელები. |
ინტერაქტიური თამაშები, ვიდეო-ქვიზები. |
|
სამიზნე ჯგუფი |
ძირითადად მასწავლებლები |
მოსწავლეები, მშობლები, ფართო საზოგადოება. |
|
მიდგომა |
„სწავლება მედიის საშუალებით და კრიტიკული გააზრება“ |
„თავდაცვა მედიისგან“. |
თვისებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოხდა რესურსების ფორმატის რადიკალური ცვლილება. თუ 2018 წელს რესურსი ნიშნავდა PDF სახელმძღვანელოს, 2024-2025 წლებში დომინირებს გეიმიფიცირებული რესურსები . ეს ეთანხმება კვლევის თეორიულ ჩარჩოს - კონსტრუქტივიზმს, სადაც მოსწავლე თამაშის/პრაქტიკის პროცესში თავად „აშენებს“ ცოდნას.
კვლევის შედეგების მიხედვით, https://mastsavlebeli.ge/ უფრო სწრაფად რეაგირებს AI-ს პედაგოგიურ ასპექტებზე (როგორ გამოვიყენოთ ChatGPT გაკვეთილზე), ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისია https://mediatsigniereba.ge/ აქცენტს აკეთებს უსაფრთხოებაზე (როგორ ამოვიცნოთ AI-გენერირებული ყალბი ფოტო). ეს აჩვენებს რესურსების კომპლემენტარულობას (ურთიერთშევსებადობას).
პორტალზე https://mastsavlebeli.ge/ არსებული რესურსების ანალიზმა გამოკვეთა eTwinning-ის პროექტების განსაკუთრებული როლი მედიაწიგნიერების სწავლების დინამიკაში. თუ სტანდარტული მეთოდოლოგიური სტატიები ფოკუსირებულია UNESCO-ს იერარქიის მეორე დონეზე (შეფასება და ანალიზი), eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები რესურსებს გადაიყვანს მესამე, უმაღლეს დონეზე — შემოქმედებაზე (Creation).
კვლევამ აჩვენა, რომ eTwinning-ის რესურსები უზრუნველყოფს:
ამრიგად, eTwinning წარმოადგენს მედიაწიგნიერების სწავლების იმ დინამიკურ მოდელს, სადაც თეორიული ცოდნა გარდაიქმნება პრაქტიკულ კომპეტენციად, რაც სრულად პასუხობს კვლევის მთავარ ჰიპოთეზას რესურსების ინტერაქციულობის ზრდის შესახებ.
მედიაწიგნიერების რესურსების ევოლუციის თვალსაჩინო მაგალითია მასწავლებლის წიგნი-„ციფრული ტრანსფორმაცია, თანამედროვე გაკვეთილები“(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2025წელი), სადაც მედიაწიგნიერება ინტეგრირებულია თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმებში. დოკუმენტი აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ ინფორმაციის ფილტრაციაზე, არამედ ციფრული ეთიკისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, რაც ადასტურებს რესურსების დინამიკურ ზრდასა და მათ შესაბამისობას გლობალურ გამოწვევებთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველი ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელო, „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“, რომელიც მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. (https://mediatsigniereba.ge/teachers/sakhelmdzghvanelo-mediatsignierebis-gakvetilebi)
შედეგები ადასტურებს, რომ რესურსები გახდა უფრო ინტერაქტიური. ასევე დადასტურდა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი (AI) მყისიერად აისახება სასწავლო მასალების შინაარსზე. თუმცა, ანალიზმა გამოკვეთა „თეთრი ლაქებიც“:
ჩატარებული სამაგიდე კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა https://mastsavlebeli.ge/ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა და https://mediatsigniereba.ge/ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პლატფორმების ანალიზს 2018-2026 წლების ჭრილში, შეგვიძლია დავასკვნათ:
კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, სასურველია, მედიაწიგნიერების რესურსების შემდგომი განვითარებისთვის, გათვალისწინებულ იყოს შემდეგი ნაბიჯები:
გამოყენებული ლიტერატურა (APA 7)